7 რჩევა, როგორ დაკავდეთ სწრაფი სექსით, როცა მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვთ
სცადეთ მანქანაში
არასოდეს გქონიათ სექსი მანქანაში? ყოველთვის შეგიძლიათ სცადოთ! გადააყენეთ მანქანა ისეთ ადგილზე, სადაც უცხო თვალებისგან დაცული იქნებით, მოაწყვეთ კომფორტული გარემო და მიჰყევით თქვენს სურვილებს.
არ გაიხადოთ
ჩაიცვით გრძელი კაბა (საცვლების გარეშე), შემდეგ კი აიწიეთ კაბის კალთა და დაიჭირეთ ხელით, ან კბილებით. ეს სცენა დიდხანს დარჩება თქვენს პარტნიორს მეხსიერებაში, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ორივეს შეიძლება გაგეცინოთ.
სცადეთ ახალი პოზა
თუ თქვენ ზემოთ ხართ, სცადეთ უფრო მეტად გადახრა უკან. შეიძლება იგრძნოთ მცირე წვა კუნთებში, თუმცა ემოციები გაცილებით ძლიერი იქნება. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ – პოზის მცირე ცვლილებაც კი ახალ შეგრძნებებს მოგიტანთ.
ხმას აუწიეთ
სექსის დროს კვნესა და ოხვრები აღაგზნებს, მაგრამ თუ დრო შეზღუდულია, უფრო ხმამაღლა და თამამად გამოხატეთ სიამოვნება. ღრმა ამოსუნთქვები და ხმამაღალი ემოციები უფრო სწრაფად მიგიყვანთ ორგაზმამდე.
გამოიყენეთ ლუბრიკანტი
სწრაფი სექსი იდეალურია ლუბრიკანტის გამოსაყენებლად, განსაკუთრებით, თუ ადრე ეს არ გიცდიათ. თუ დრო შეზღუდულია, სხეულმა შეიძლება ვერ მოასწროს საკმარისად "მომზადება", ამიტომ ლუბრიკანტი ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.
შექმენით მღელვარება
სწრაფი სექსი არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს სპონტანური. წინასწარი "თამაში" აუცილებელია: გაუგზავნეთ პარტნიორს ეროტიკული ფოტოები ან გაუმართეთ ინტიმური საუბარი, რათა წინასწარ გააღვივოთ მოლოდინი.
აირჩიეთ მარტივი პოზები
თუ მხოლოდ ხუთი წუთი გაქვთ, სჯობს თავი აარიდოთ რთულ პოზებს, რომლებიც კონცენტრაციას გიფანტავთ. აირჩიეთ მარტივი და კომფორტული პოზები, მაგალითად, "დოგი სთაილი".