როგორ მოვიქცეთ ბავშვის უმადობის დროს - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ ბავშვის უმადობის დროს

კვების პრობლემის მოგვარება გაცილებით ადვილია შედარებით მოზრდილ ბავშვებთან. 7-9 წლისანი სათანადოდ ვერ აფასებენ სასარგებლო პროდუქტებს. მათ სულაც არ მოსწონთ ისპანახი, ყაბაყი, საქონლის ღვიძლი თუ კვერცხის გული. უფროსები იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ პატარების გემოვნებას და შეცვალონ მენიუ - ღვიძლისაგან მოამზადონ პაშტეტი, ყაბაყისა და კომბოსტოსაგან – ოლადები, თევზისგან - კატლეტები.

ვითარება რთულდება, როცა ბავშვი ბიორიტმით ბუების კატეგორიას ეკუთვნის. მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა გვიან “იღვიძებს” და დილით, საუზმის დროს, ბავშვს მადა საერთოდ არ აქვს. ამ შემთხვევაში მას შეიძლება შევთავაზოთ იოგურტი ან ჯემიანი პური.

პატარები ხშირად ამბობენ უარს ფაფაზე. არც ესაა გასაკვირი, მეტადრე - თუ ყოველ დილა-საღამოს ვაჭმევთ. ისღა დაგვრჩენია, მეტი ფანტაზია გამოვიჩინოთ. გაგრძელება