როგორ შეწყვიტოთ "დრამის დედოფლობა" და გამუდმებით არ ელოდოთ კატასტროფას
დრამის მეფეებისა და დედოფლების თვისებები:
გადაჭარბება: ასეთი ადამიანები „კოღოს სპილოდ აქცევენ“. უმნიშვნელო პრობლემა შესაძლოა მათთვის კატასტროფად ჩანდეს.
ემოციური არასტაბილურობა: მათი განწყობა სწრაფად იცვლება.
ყურადღების მუდმივი საჭიროება: ისინი ცდილობენ იყვნენ ყურადღების ცენტრში და მცირე მოვლენასაც კი მნიშვნელოვან ამბად წარმოაჩენენ.
კონფლიქტურობა: ცდილობენ ყველას დაანახონ თავიანთი ემოციები და ამის გამო ხშირად იწყებენ კონფლიქტებს.
ეს ქცევები შეიძლება ბავშვობიდან ნასწავლი იყოს, ან მათ უკან შეიძლება იდგეს დაბალი თვითშეფასება და მუდმივი მხარდაჭერის საჭიროება.
როგორ შევწყვიტოთ დრამის მეფობა
პრობლემის გაცნობიერება: აღიარეთ, რომ მიდრეკილი ხართ დრამატიზაციისკენ და ეცადეთ მოვლენებს სხვაგვარად შეხედოთ.
სოციალური წრის შეფასება: გადახედეთ თქვენს გარემოცვას. თუ თქვენ მეგობრები ხშირად ყველაფერს ადრამატულებენ, ეცადეთ შეამციროთ ემოციური რეაგირების დონე და იპოვოთ ოპტიმისტები.
გამოყენებული სიტყვების კონტროლი: ძალიან ემოციური ფრაზების ნაცვლად, გამოიყენეთ უფრო ნეიტრალური გამონათქვამები.
ემოციების გაცნობიერება და დასახელება: ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას გრძნობთ და რატომ. ეს დაგეხმარებათ უკეთ გააცნობიეროთ თქვენი მდგომარეობა.
თვითდაჯერებულობის განვითარება: გადადგით ნაბიჯები, რომ არ იყოთ დამოკიდებული სხვების მხარდაჭერაზე. იმუშავეთ საკუთარი უნარების განვითარებაზე და იცხოვრეთ უფრო თავდაჯერებული.
ამ მეთოდების დახმარებით შეგიძლიათ შეამციროთ დრამა თქვენს ცხოვრებაში და შექმნათ უფრო მშვიდი და დადებითი გარემო.
13 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა ექსტრასენსი ხართ და ამის შესახებ არ იცით: როგორ მიხვდეთ