5 მეთოდი, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვს სტომატოლოგთან წასვლის შიშის დაძლევაში
წინასწარ მოამზადეთ ბავშვი პოზიტიური ინფორმაციის მიწოდებით
ბავშვისთვის სტომატოლოგთან ვიზიტის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, რათა მან თავი უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. აუხსენით, თუ რატომ არის საჭირო სტომატოლოგთან მისვლა და როგორ ეხმარება ეს ჯანმრთელობას. ნუ გამოიწვევთ ზედმეტად რთულ ემოციებს და ნუ ესაუბრებით რთულად. ყურადღება გაამახვილეთ ვიზიტის პოზიტიურ მხარეებზე, მაგალითად, რომ სტომატოლოგი „ამოწმებს, რამდენად კარგად უვლის ბავშვი კბილებს“ ან „დახმარებას უწევს, რომ კბილები ჯანსაღი და ძლიერი დარჩეს“.
გამოიყენეთ თამაშის მეთოდი
ბავშვის შიშის დაძლევაში ძალიან ეხმარება თამაშის მეთოდი. შეგიძლიათ, სახლში გააკეთოთ პატარა „სტომატოლოგის კლინიკა“ და თამაშის დროს მოაწყოთ ვიზიტი „სტომატოლოგთან“. ბავშვი შეგიძლიათ იყოს პაციენტი, ხოლო თქვენ — ექიმი, ან პირიქით, რაც მასში სტომატოლოგთან ვიზიტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. ასევე შესაძლებელია, რომ მისი საყვარელი თოჯინა ან სათამაშო გამოიყენოთ პაციენტის როლში, რათა ბავშვმა იგრძნოს, რომ ეს პროცესი უსაფრთხო და ბუნებრივია.
აირჩიეთ ბავშვისთვის მეგობრული სტომატოლოგი
ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტომატოლოგის არჩევანი. მოძებნეთ კლინიკა, სადაც არიან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე სტომატოლოგები, რომლებიც თავიანთ პროფესიას ბავშვების ფსიქოლოგიის გათვალისწინებით ემსახურებიან. ასეთი სტომატოლოგები ხშირად იყენებენ მარტივ, მეგობრულ ენას და სათამაშოების ან ფერადი იარაღების დახმარებით ცდილობენ ბავშვის ყურადღება გადაიტანონ. ასეთი გარემო ბავშვს უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს და სტომატოლოგთან ვიზიტს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
დასაჩუქრების სისტემა
ბავშვს შეგიძლიათ სტომატოლოგთან წასვლის შემდეგ მოულოცოთ მიღწევებისთვის და მცირე საჩუქარი მისცეთ. ეს შეიძლება იყოს პატარა სათამაშო, ფერადი კალამი ან სხვა რამ, რაც მას გაუხარდება. დასაჩუქრების სისტემა ბავშვს დაეხმარება სტომატოლოგთან ვიზიტის პოზიტიურ გამოცდილებად ქცევაში. თანდათანობით ის ისწავლის, რომ ვიზიტი ამ ექიმთან აუცილებელი და სასარგებლოა და რომ მას შემდეგ დადებითი ემოციები ელის. ასევე, შეგიძლიათ მოუყვეთ ზღაპარი კბილის ფერიაზე, რომელიც მას მოცვლილი კბილის სანაცვლოდ, ბალიშის ქვეშ საჩუქარს დაუტოვებს.
მიეცით შანსი, რომ გაეცნოს სტომატოლოგიურ გარემოს
პირველ ვიზიტზე შეგიძლიათ სტომატოლოგთან არანაირი პროცედურა არ გააკეთოთ. ეს ვიზიტი მხოლოდ ბავშვის სტომატოლოგიურ გარემოსთან და ექიმთან გაცნობას შეიძლება მიეძღვნას. ბავშვმა შეიძლება უბრალოდ გაატაროს რამდენიმე წუთი სტომატოლოგის სავარძელში, დაათვალიეროს იარაღები და გაიგოს, როგორ გამოიყურება სტომატოლოგის ოთახი. ეს გაცნობითი ვიზიტი მას ეხმარება, რომ სტომატოლოგი და მისი გარემო ნაკლებად საშიშად და უფრო ნაცნობად აღიქვას.
როგორ ვუპასუხოთ ბავშვს კითხვაზე: - საიდან ჩნდებიან ბავშვები? პასუხი სხვადასხვა ასაკის ბავშვს