როგორ ჩავიცვათ ნაცრისფერი შარვალი ამ სეზონზე
მონო-look-ი პალტოსთან
დავიწყოთ ბაზით – სრულყოფილი მონო-ლუქით. მისი ეფექტურობა არასდროს დაგავიწყდეს: კარგად შეკერილი ქურთუკი და იმავე ფერის კოსტიუმი წარმოუდგენლად დახვეწილად გამოიყურება. დაამატე აქსესუარები კონტრასტული ტექსტურით (მაგალითად, რბილი ტყავის ჩანთა და პრიალა სამკაულები) – ლუქი დასრულებულია. და ამ ყველაფერში – უბრალოდ, ქალღმერთი ხარ!
ტყავის ქურთუკთან
ნაცრისფერი შარვალი ნებისმიერ სიტუაციას ერგება. მძიმე "დუბლიონკასთან" ერთად, ამ გრაფიტისფერი შარვლის ტანდემი ცოტა გრანჟ სტილსაც იძლევა. ნაცრისფერი შარვალი, მამაკაცური პერანგი ჰალსტუხით და მძიმე ტყავის ქურთუკი მხრებზე, ძალიან ეფექტურია.
საბაზისო ჯემპრი და სპორტული ფეხსაცმელი
ნაცრისფერ კლასიკურ შარვალთან ერთად საბაზისო ჯემპრი და ბოტასები კარგი არჩევანია ყოველდღიურობისთვის.
ტვიდის პიჯაკთან
ფრანგული შიკი გნებავთ? რა თქმა უნდა! ეს სტილი არასდროს დაკარგავს აქტუალობას. ცოტა რომ განვაახლოთ ეს ძველი და საყვარელი ტენდენცია, კლასიკური, მოკლე ტვიდის ჟაკეტს შარვლები კი არა, ნაცრისფერი ქარგო შარვლები დავუმატოთ. სრულიად ახალი სტილი გამოვა!
ორმაგი "პოლო"
ახალ სეზონზე აუცილებლად სცადე ასეთი ვარიანტი: ჩაიცვი ორი პოლო ერთდროულად ისე, რომ ორივეს საყელო ჩანდეს. და, რა თქმა უნდა, მათ იდეალურად ავსებს ნაცრისფერი შარვლები!
სპორტული სვიტშოტი
სპორტულისა და კლასიკის შერწყმა უმეტეს შემთხვევაში ნამდვილად კარგი იდეაა. მართალია, ყოველთვის არ გამოდის იდეალური პროპორციით, მაგრამ ამ შემთხვევაში ნუ იდარდებ: უბრალოდ სთრითსთაილის მაგალითს მივყვეთ. სპორტული სვიტშორთი შევუხამოთ ნაცრისფერ შარვალს.
კონტრასტული შუბა-"ტედი"
ცივი ამინდები ნამდვილად არ გაუქმებულა, ამიტომ წინასწარ დავგეგმოთ! როგორ შევუხამოთ ნაცრისფერი შარვალი ქურქს? მარტივად: აირჩიე ნათელი, აქცენტიანი ზედა სამოსი – და მიიღებ შესანიშნავ კომბინაციას. უბრალოდ ყურადღება მიაქციე პრინტებს: თუ შარვალს აქვს ორნამენტი (მაგალითად, აქ – შოტლანდიური უჯრები), ქურქი უნდა იყოს ერთტონიანი.