როგორ ავირიდოთ სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში
აღნიშნული პრობლემა, ჩვეულებრივ, იმ კატეგორიას აწუხებს, რომელიც წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევს კვების რეჟიმს და საზოგადოდ, ჯანსაღი წესით არ ცხოვრობს. ქვის შეგრძნება კუჭის არეში უმალ ჩნდება კარგად დანაყრების შემდეგ, განსაკუთრებით კი დიდი პაუზის შემდეგ ბევრი საკვების მიღებისას. უსიამოვნო შეგრძნება კიდევ უფრო ღრმავდება, თუ კვების დასრულებისთანავე ბევრ წყალს დავლევთ. რატომ ხდება ასე? რა არის ამის მიზეზი? კუჭი და ნაწლავი (კერძოდ, ნაწლავის საწყისი ნაწილი – თორმეტგოჯა ნაწლავი) სპეციალური სფინქტერით არის შეერთებული. ამ უკანასკნელის რამდენამდე მწყობრიდან გამოსვლა კი მთლიანად კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევას იწვევს. სიმძიმის შეგრძნება უხშირესად საღამოს ჩნდება, მთელ ღამეს გასტანს და ზოგჯერ დილითაც ნარჩუნდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კუჭი უარს აცხადებს ნორმალურად ფუნქციობაზე და მას შველა-დახმარება სჭირდება.
კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება რომ აირიდოთ:
იკვებეთ სწორად, ხშირ-ხშირად და ზომიერი ულუფებით. ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით საკვებს ნუ მიიღებთ. „მძიმე“ ანუ ძნელად მოსანელებელ საკვებს საღამოს, ძილის წინ ნუ შეჭამთ. არც ბევრი წყლის (ზოგადად სითხის) მიღებაა რეკომენდებული დანაყრებისთანავე.
წყალი კუჭის წვენის ერთგვარად ჩამორეცხვას უწყობს ხელს და მონელების პროცესს მნიშვნელოვნად არღვევს;ჭამის დროს სრულად კონცენტრირდით საკვებსა და მისი მიღების პროცესზე. დაუშვებელია ჭამის პროცესში კითხვა, ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან მუშაობა, ამ დროს ირღვევა საკვების მონელება და შეთვისება;საკვები კარგად დაღეჭეთ.
სპეციალისტები მიგვითითებენ, რომ საკვების სრულფასოვნად შესათვისებლად, ლუკმის გადაყლაპვამდე, ის, სულ მცირე, 20-ჯერ უნდა დაიღეჭოს ანუ 20-ჯერ მაინც უნდა შესრულდეს ღეჭვით მოძრაობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყლაპოს ლუკმა.
ზემოთ დასახელებული მავნე ჩვევებისა და საზოგადოდ, ჭამის პროცესის პარალელურად სხვადასხვა სამუშაოს შესრულების დროს, არა თუ ღეჭვის, საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფის პროცესიც ირღვევა და მონელების ფუნქცია მწყობრიდან გამოდის; გაგრძელება