როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ორშაბათი, 28 ოქტომბერი
დღეს ჩვენი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ვარსკვლავები აქტიურობისკენ გვიბიძგებენ, მაგრამ სხეული დასვენებას ითხოვს. ამგვარმა შინაგანმა კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა და მცირე შეცდომები. დღის განმავლობაში შესაძლოა დავაგვიანოთ, დაგვავიწყდეს რაიმე ან უნებლიედ მოვიქცეთ უხეშად. ეს დღე პოზიტიური რომ იყოს, ჯობს დაისვენოთ.
სამშაბათი, 29 ოქტომბერი
დღეს სახლიდან გასვლა ჯობს. ახალი შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლების სურვილმა შეიძლება გეგმების შეცვლა გამოიწვიოს. ნებისმიერი გარე საქმიანობა, იქნება ეს ოჯახური პიკნიკი თუ ახალი ადგილის მონახულება, სასიამოვნო იქნება. ვარსკვლავები პოზიტიურ განწყობას გვპირდებიან, მაგრამ კონფლიქტების თავიდან აცილებაც მნიშვნელოვანია.
ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი
დღეს შესანიშნავი დროა ინტელექტუალური საქმიანობისთვის და შემოქმედებისთვის. თუმცა, სიზარმაცის დაძლევა გაჭირდება. თუ ამას მოახერხებთ, ყველაფერი კარგად იქნება. სიყვარულშიც წარმატება გელით, თუ პირველ კონტაქტს დაამყარებთ.
ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი
დღეს მომთხოვნები იქნებით საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ეს კონფლიქტებს გამოიწვევს. მაგრამ სამსახურში სრულყოფილებისკენ სწრაფვა დაგეხმარებათ. დღეს სიყვარული სერიოზულია. ახალი ურთიერთობა ხანგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს.
პარასკევი, 1 ნოემბერი
დღეს მოლაპარაკებებისთვის არახელსაყრელი დღეა. მაგრამ სამომავლო გეგმების შედგენისთვის შესანიშნავია. ფინანსური საქმეებისთვისაც კარგი დღეა.
შაბათი, 2 ნოემბერი
დროა ვიმოქმედოთ! ფინანსური საკითხების მოგვარება და სხვადასხვა საქმის დაწყება შეგვიძლია. თუმცა, აგრესია კონფლიქტებს გამოიწვევს.
კვირა, 3 ნოემბერი
დღეს გააზრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. წარმატება გარანტირებულია. შეიძლება სხვების ინტრიგები გამოავლინოთ.
როგორ შეიცვლება თქვენი შემოსავალი: ოქტომბრის ბოლო ზოდიაქოს ხუთ ნიშანს ფინანსურ წარმატებას ჰპირდება