როგორი იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები ისტორიაში, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
ლიბერიის 1927 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
ლიბერია დასავლეთ აფრიკის ქვეყანაა, რომელმაც 1847 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ის აფრიკის პირველი და უძველესი სუვერენული სახელმწიფო გახდა.
1927 წელს ქვეყანაში საკმაოდ უცნაური არჩევნები გაიმართა. მასში მონაწილეობას ორი მთავარი კანდიდატი - ნამდვილი ვიგის პარტიის (True Whig Party) ლიდერი ჩარლზ დ. ბ. კინგი და ხალხის პარტიის (People's Party) წარმომადგენელი თომას ჯ. ფოლკნერი იღებდნენ.
ჩარლზ დ. ბ. კინგი
ჩარლზ კინგი პრეზიდენტად უკვე ორჯერ იყო არჩეული და არჩევნებში მონაწილეობას მესამედ იღებდა.
საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 3 მაისს გაიმართა.
ხმების დათვლის შემდეგ ჩარლზ კინგმა 240 000 ხმა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგე თომას ფოლკნერმა კი 9 000. ეს შედეგები არაფრით იქნებოდა გამორჩეული რომ არა შემდეგი ფაქტი- არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ქვეყანაში რეგისტრირებულ მხოლოდ 15 000 ადამიანს ჰქონდა!
შემთხვევა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მეტად გაყალბებული არჩევნებში. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა 1 680% იყო. გაგრძელება