როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 ოქტომბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. გაგრძელება