როგორი პალტო შევარჩიოთ ამ სეზონზე: 6 მოდური ვარიანტი
ერთბორტიანი პალტო
კლასიკური შავი ერთბორტიანი პალტო იდეალური არჩევანია ნებისმიერი შემთხვევისთვის. თუ გინდა მრავალფუნქციური მოდელი, რომელიც ყველაფერს მოერგება, ეს სწორი არჩევანია. აირჩიეთ თავისუფალი სილუეტის პალტო.
მოკლე პალტო შარფით
ეს ტრენდული მოდელი მოიცავს პალტოსა და შარფს ერთ კომპლექტში, რაც უკვე დაგეხმარება აქსესუარის არჩევაში. შარფი ცალკეც შეგიძლიათ გამოიყენოთ. პალტო შეიძლება იყოს მოკლე ან კლასიკური სიგრძის.
წელში გამოყვანილი პალტო
ტენდენცია ქალის ფიგურის ხაზის გამოკვეთაზე გრძელდება. წელში გამოყვანილი პალტოები ამ სეზონზე უფრო დახვეწილი და ელეგანტურია, იდეალურად ერწყმის კლასიკურ ტანსაცმელს.
"ტედი"
შალის ფუმფულა პალტო კომფორტისა და სითბოსთვის შესანიშნავი არჩევანია. ჩაიცვით მასთან ფართო ჯინსები და კარდიგანი. ფეხზე კი ჩექმები ან ტყავის ბოტები შეარჩიეთ.
ფერადი პალტო
თუ შავი ან კრემისფერი პალტო უკვე გაქვთ, მაშინ სცადეთ ყავისფერი ან ღვინისფერი. ეს ფერები საოცრად ერგება შემოდგომის განწყობას და ქმნის ატმოსფერულ იმიჯს
ოვერსაიზ პალტო
თუ გიყვარს კომფორტი, ფართო ოვერსაიზ პალტო შენთვის საუკეთესო არჩევანია. ის აქტუალურია და საშუალებას გაძლევს რამდენიმე ფენა ტანსაცმელი მოირგო ერთდროულად.
როგორ შეინახოთ პალტო კარადაში: მოსახერხებელი ცხოვრებისეული ხრიკი