როგორ განვითარდება მოვლენები 21-27 ოქტომბერს: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ორშაბათი, 21 ოქტომბერი, დღეს ჰოროსკოპი გპირდებათ უჩვეულო სიცხადეს თავში და შემოქმედებით ფიქრის უნარს. გამოიყენეთ ეს, რათა მოიფიქროთ რაღაც წარმოუდგენელი, შეადგინოთ ბრწყინვალე ბიზნეს-გეგმა, დაკავდეთ ბინის დიზაინით ან დაწეროთ ვნებიანი სასიყვარულო წერილი. გონებრივი და შემოქმედებითი საქმიანობა დღეს განსაკუთრებულად იოლად განხორციელდება, თუმცა შესაძლოა გაჩნდეს მოულოდნელი გაღიზიანება მათ მიმართ, ვინც (როგორც თქვენ გეჩვენებათ) ცდილობს თქვენზე ზეწოლას.
სამშაბათი, 22 ოქტომბერი, დღეს ჰოროსკოპი სრულად არ არის შესაფერისი თვითანალიზისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ამას მოგთხოვენ ვარსკვლავები. მცდელობები გაერკვეთ საკუთარ თავში და ურთიერთობებში გარშემომყოფებთან, შეიძლება უარყოფითად აისახოს განწყობაზე და თვითშეგრძნებაზე. შესაძლებელია წყენა და კონფლიქტები, რომლებიც შემდგომში სერიოზულ ნაპრალად გადაიქცევა ურთიერთობებში. პრობლემებზე ფიქრში არ ჩაიკარგოთ და სჯობს თავი აარიდოთ ადამიანებს, რომლებიც გაღიზიანებენ, ან მაინც – არ აჰყვეთ პროვოკაციებს. კარგი რჩევაა, რომ თავით ჩაეფლოთ მუშაობაში: დღე ხელს უწყობს შრომისმოყვარეობას და გონებრივ აქტივობას.
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი, დღეს ჰოროსკოპის ვარსკვლავები მოგცემენ არა მხოლოდ აქტიურობას და ენერგიას, არამედ გაგახარებენ სასიამოვნო სიურპრიზებით, მათ შორის მატერიალურით. საერთოდ, ჰოროსკოპი დღეს გიბიძგებთ ფინანსურ სფეროზე ზრუნვისკენ: მოაწესრიგოთ ფულის საქმეები, გააკეთოთ მომავლის გათვლები, მიიღოთ გადაწყვეტილება მსხვილ შენაძენებზე ან წახვიდეთ სავაჭროდ. არაა გამორიცხული, რომ მიიღოთ მოგება: თქვენს პროექტებს შეუძლიათ დივიდენდები მოგიტანონ. თუმცა არ დაეყრდნოთ აზარტულ თამაშებსა და შემთხვევით წარმატებას – დღე წარმატებას მოუტანს მხოლოდ მათ, ვინც წინასწარ იშრომა ამისთვის.
ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, დღეს ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, არ ენდოთ მოვლენების დუნედ განვითარებას – ეს სიწყნარე მოჩვენებითია და სიტუაცია ნებისმიერ წამს შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს! ემოციები მოულოდნელად დაგაწვებათ თავზე და წაგიყვანენ ყველაზე დაუგეგმავ მიმართულებებში. მეტიც, დღევანდელი ცვლილებები შეიძლება ბედისწერაც იყოს, თუმცა ნუ ეცდებით მათი შედეგების წინასწარ გათვლას – ეს მაინც არ გამოგივათ. სხვა სიტყვებით, თუ გიყვართ პროგნოზირებადობა და არ გსურთ ცვლილებები, დღეს სახლში დარჩენა სჯობს. ხოლო თუ მაინც გახვედით, ენდეთ ინტუიციას და ბედს.
პარასკევი, 25 ოქტომბერი, დღეს ჰოროსკოპის ვარსკვლავები გააორმაგებენ სიფრთხილისკენ წახალისებას, ასევე აუცილებლობას, რომ ყველა „დადებითი“ და „უარყოფითი“ მხარე აწონოთ. შესაბამისად, მზად იყავით, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუნდაც უმნიშვნელოს, დიდი სირთულით მიიღებთ. ერთი მხრივ, ასეთი ტაქტიკა შეიძლება ხელის შემშლელი იყოს საქმეებში, სადაც სწრაფი რეაქცია და ნებისყოფის გადაწყვეტილებებია საჭირო, მაგრამ შეცდომის რისკი (განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებში) თითქმის ნულამდეა შემცირებული. მთლიანობაში დღე იდეალურია დაგეგმვისა და ანალიზისთვის, ასევე უკვე დაწყებული საქმეების წარმართვისთვის, თუმცა ახალი პროექტების დაწყებისთვის და სწრაფი მოქმედებისთვის ცუდად გამოდგება.
შაბათი, 26 ოქტომბერი, დღეს ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, მიჰყვეთ თქვენს სურვილებს – თუნდაც ყველაზე მომენტალურებს, ამიტომ ეცადეთ თავი არ დაკარგოთ. ამ დღეს დაწყებული რომანი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხანგრძლივი იყოს, ამიტომ უცხო პიროვნებასთან ფლირტის ნაცვლად, ჯობს გულიანად ეფლირტაოთ თქვენს შეყვარებულთან ან მეუღლესთან. გჯეროდეთ, არ ინანებთ: დღეს ყველას ტემპერამენტი უმაღლეს დონეზეა! საერთოდ, დღე შეიძლება ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს. იგი არა იმდენად ლოგიკით, რამდენადაც ემოციებითა და სურვილებით იქნება განსაზღვრული. ეს კარგი დროა ურთიერთობისთვის, შემოქმედებისთვის, სიყვარულისა და სიამოვნებისთვის, თუმცა ეცადეთ ზომიერება არ დაკარგოთ.
კვირა, 27 ოქტომბერი, დღეს ჰოროსკოპის ვარსკვლავები გამუდმებით გიწვევენ სურვილს, რომ ერთბაშად გაუმკლავდეთ პრობლემებს და საქმეებს, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ გრძნობას: დღე მართლაც კარგია, რათა დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. შესაძლოა მიღებული გადაწყვეტილება არ იყოს საუკეთესო, მაგრამ ის იქნება მისაღები და ოპტიმალური. ვარსკვლავები დღეს გაძლევენ ენერგიას და აქტიურობას. ავადმყოფობის ალბათობა ძალიან მცირეა, თუმცა ტრავმების რისკი არსებობს. მკურნალობაში და პროფილაქტიკაში არ ეძებოთ რთული გზები – დღეს ყველაზე ეფექტური იქნება მარტივი და დამტკიცებული საშუალებები.
5 ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშანი - მათ აქვთ უნიკალური ხედვა სამყაროზე!