როგორი კვირა გელით: 14-20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - rogor.ge

როგორი კვირა გელით: 14-20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ენდეთ თქვენს ინტუიციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ გჭირდებათ რაიმე სახის მინიშნება: მაგალითად, შედით წიგნის მაღაზიაში და იყიდეთ წიგნი, რომლის წაკითხვაც თქვენს სულს უნდა და არა გონებას. თქვენი ინსტინქტი გეტყვით, რომ მასში იპოვით სწორ სიტყვებს, რომლებიც გიბიძგებთ სწორი ქმედებებისკენ

კურო

ახლა უნდა იფიქროთ თქვენს უსაფრთხოებაზე. ეს ეხება სახლს, ფულს, პერსონალურ მონაცემებს. თუ შესაძლებელია, განაახლეთ პაროლები და წაშალეთ საბანკო ბარათების ავტომატური შენახვა. შეამოწმეთ კარის საკეტები. თვალი ადევნეთ თქვენს საფულეს და ნივთებს საზოგადოებრივ ადგილებში.

ტყუპები

თუ გრძნობთ დაღლილობას, დახმარებისთვის მეგობარს მიმართეთ. დაგეგმეთ შეხვედრა სასიამოვნო გარემოში და უთხარით საყვარელ ადამიანებს, რაც გაწუხებთ. მეგობრული მხარდაჭერა სასარგებლო იქნება.

კირჩხიბი

მომავალ კვირას უნდა იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. გადახედეთ კვების ჩვევებს და შეეცადეთ, შეამციროთ სწრაფი კვება, ალკოჰოლი და მარილიანი საჭმელები. ყურადღება მიაქციეთ სახლში მომზადებულ საკვებს. რაც უფრო მარტივია რეცეპტი, მით უკეთესია თქვენი ორგანიზმისთვის.

ლომი

თქვენ გაქვთ კარგი შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოთ საკუთარ სურვილებს. ამ დღეებში შეინახეთ ჩანაწერები, რომლებშიც ცდილობთ საკუთარ თავს გულახდილად უპასუხოთ - გინდათ ეს თუ საზოგადოების მიერ არის დაწესებული? ყურადღება მიაქციეთ ყველა შეგრძნებას, რომლებსაც განიცდით, როდესაც ჩვეულ საქმიანობას აკეთებთ. გაგრძელება