როგორ მივხვდეთ, ბავშვს ასაკობრივი კრიზისი აქვს თუ უბრალოდ, მშობლების თავის ჭკუაზე ტარებას ცდილობს? - rogor.ge

როგორ მივხვდეთ, ბავშვს ასაკობრივი კრიზისი აქვს თუ უბრალოდ, მშობლების თავის ჭკუაზე ტარებას ცდილობს?

სამი წლის კრიზისი სწორედ პროტესტით გამოვლინდება. ბავშვი შეიძლება მუდმივად წინააღმდეგობას უწევდეს მშობლებს. ამ პერიოდში ბავშვი ფსიქიკის განვითარების მორიგ ეტაპს გადის, რათა ინდივიდად ჩამოყალიბდეს. ის, უბრალოდ, ვალდებულია თქვას: „არ გავაკეთებ, არ მინდა, რასაც მინდა, იმას ვიზამ" "არ ჩავიცვამ", "არ შევჭამ", "არ წამოვალ" და ასე შემდეგ.მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს წინააღმდეგობა ამ ასაკში ნორმალურია და თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ მის გადალახვას. როგორც წესი, სამი წლის კრიზისი დაახლოებით ერთი წელი გრძელდება - 2,5-დან 3,5 წლამდე. ამ ინტერვალის განმავლობაში ბავშვი ასეთი იქნება და ეს ნორმალურია. რაც არ უნდა შესთავაზოთ მას, გეტყვით "არ გავაკეთებ".

ამის წინააღმდეგ ბრძოლა საჭირო არის, თქვენ არ გჭირდებათ ბავშვის დასჯა, უბრალოდ,, უნდა მოელაპარაკოთ. მაგალითად, სიტყვებზე „არ წავალ სასეირნოდ“ შეგიძლიათ იგივეთი უპასუხოთ: „ჩვენ სასეირნოდ არ წავალთ“ და ბავშვი კვლავ გააპროტესტებს: „გავისეირნებთ. ” გაგრძელება