როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (1 - 2 თვის ასაკში) - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (1 - 2 თვის ასაკში)

 

ბუნებრივი კვებისას უნდა მიიღოს 600 კკალ ენერგეტიკული ღირებულების დედის რძე 8-12-ჯერ ან მეტჯერ (საშუალოდ 2,5 – 3,5 საათის ინტერვალით).

 

ხელოვნური კვებისას - იგივე კალორაჟით ადაპტირებული ხელოვნური ნარევი გამზადებული 100 – 130 მლ ერთჯერადად (600-780 მლ დღე–ღამეში), 3 – 3,5 საათი ინტერვალით.

 

თუ დედის რძე არასაკმარისია - დეფიციტი უნდა შეივსოს მხოლოდ ადაპტირებული ნარევით 6 თვემდე, ხოლო შემდეგ რეკომენდებული მენიუთი განსაზღვრული თხევადი და ნახევრადთხევადი კერძებით.

 

ჩვილს დედის რძე ყოფნის, თუ: შარდავს 6 – 8–ჯერ დღე-ღამეში; კუჭის მოქმედება აქვს ყოველდღიურად 1–2–ჯერ, ან ყოველი ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობით; ძუძუს წოვის შემდეგ კმაყოფილია და არ ჭირვეულობს; 1 კვირაში საშუალოდ 150 –200 გრამით მატულობს წონაში.