როგორ მოვამზადოთ ბულგარული წიწაკა პომიდვრის წვენში - უგემრიელესი კონსერვი ზამთრისთვის - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ბულგარული წიწაკა პომიდვრის წვენში - უგემრიელესი კონსერვი ზამთრისთვის

პირველ რიგში, მოამზადეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი. აირჩიეთ წითელი და მწიფე პომიდორი. წინასწარ გაასტერილეთ ქილები და ხუფები. ასევე მოამზადეთ სამუშაო ზედაპირი: გარეცხეთ მაგიდა და დაფები, სასურველია სოდით დაამუშავოთ. დაიბანეთ ხელები საპნით.

ყველა პომიდორი კარგად გარეცხეთ და დაჭერით ნაჭრებად, რომ ადვილად გახეხოთ.

დააბლენდერეთ, ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

რკინის ბადეში გახეხეთ, რომ მიიღოთ სუფთა ტომატის წვენი.

პომიდვრის წვენი მოათავსეთ გაზქურაზე ქვაბში ასადუღებლად, აუცილებლად აურიეთ და ქაფი მოაცილეთ. მოხარშეთ დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში.

ბულგარული წიწაკა გაარჩიეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

გაფცქვენით და გარეცხეთ ნიორი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ ბულგარულ წიწაკასთან ერთად პომიდვრის წვენს. ადუღეთ დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში, დაამატეთ მცენარეული ზეთი, მარილი, შაქარი და შავი პილპილი გემოვნებით. ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქვაბში დაამატეთ ძმარი.

წიწაკა და პომიდვრის წვენი მოათავსეთ სტერილურ ქილებში. ჯერ ქილის ძირი შეავსეთ, ქილა ოდნავ გაათბეთ, რომ ტემპერატურის უეცარი ცვლილების გამო არ გასკდეს.

შემდეგ შეავსეთ ქილები ბოლომდე.

მოხუფეთ. ქილები ამოატრიალეთ და დააფარეთ რაიმე თბილი, გააჩერეთ 1-2 დღე ბოლომდე გაგრილებამდე, შემდეგ შეინახეთ გრილ ადგილას.

1-1727162276.jpg