ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმაა, რომელიც არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიო მასშტაბებსა და საზოგადოების ყველა ფენისათვის პრობლემური საკითხია.
მცდარია მოსაზრება, რომ ოჯახური ძალადობა მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტის საფუძველზე წარმოიქმნება, არამედ ის მოიცავს/მოიაზრებს სხვა ოჯახის წევრებისადმი განხორციელებულ ძალადობასაც.
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ ცვლილებას, გაუარესებას, ასევე ფსიქოლოგიურ ტრავმას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რასაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი.
თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება შესაძლებელია 3 თვის ვადით.
როგორ ხდება მსხვერპლის სტატუსის მინიჭება?
• შემაკავებელი ორდერი
• დამცავი ორდერი
• მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი საბჭო
თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, პირველ რიგში, დარეკეთ 112-ზე.
წყარო: myadvokat.ge/