როგორ შევაჩეროთ სისხლდენა
სისხლდენა პირიდან: თუ სისხლი მუქი, თითქოსდა ყავასთან შერეული ფერისაა ნიშნავს, რომ კუჭიდან მოდის და გამოწვეულია კიბოთი. თუ სისხლი შერეულია საჭმლის ნარჩენებთან, მაგრამ ნათელი წითელი ფერისაა, მაშინ ეს გამოწვეულია კუჭის წყლულით. ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ და დროგამოშვებით მივცეთ რამდენიმე ყლუპი ლიმონის წვენიანი ცივი წყალი. ტანის ან მთელი სხეულის შეფუთვა განდევნის სისხლს კუჭისგან.
სისხლდენა ფილტვებიდან: როცა სისხლი ღია წითელი და ქაფიანია, თუ არ შეიცავს ნამუსრევს, უნდა ვიფიქროთ, რომ სისხლდენა გამოწვეულია ფილტვების დაზიანებით. ეს ყოველთვის საბედისწერო არ არის. ფილტვების ბუნებრივი მკურნალობის დროს კრიზისულ პერიოდებში სისხლდენა ხშირად ემრთებათ ხოლმე, მაგრამ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ხშირად განკურნებას წინ უსწრებს სწორედ ძლიერი სისხლდენა. ასეთი სისხლდენის შემდეგ ყველაზე უკეთესია დაწვეთ და იმარხულოთ.