როგორი ამინდები იქნება სექტემბერში - ვრცელი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან
"სექტემბრის თვეში დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო რაიონებშიც, ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია. სანაპიროზე ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია, ტემპერატურამ +35 გრადუსამდე მოიმატოს. კოლხეთის დაბლობზე კი +38 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +20, +22 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +19, +21 გრადუსის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან 1-2 გრადუსით მაღალია. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, მთიან რაიონებში ტემპერატურამ +34, +35 გრადუსამდე მოიმატოს, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +29, +30 გრადუსამდე.
სანაპირო რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +21, +22 გრადუსამდე იქნება. ცალკეულ დღეებში +34, +35 გრადუსია მოსალოდნელი. სექტემბერი სანაპირო რაიონებისთვისაც უფრო მეტად თბილი და ნაკლებნალექიანი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში - შიდა ქართლშიც, ქვემო ქართლსა და კახეთში თვის საშუალო ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია. მთიან რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +17, +19 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში კი +14, +16 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან 1-2 გრადუსით მაღალია. თვის ცალკეულ დღეებში, ქვემო ქართლში შესაძლოა, ტემპერატურამ +36, +37 გრადუსამდე მოიმატოს. შიდა ქართლში +34, +35 გრადუსამდე, კახეთში კი +36, +37 გრადუსამდე. მთიან რაიონებში +34, +35 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში კი +28, +29 გრადუსამდე. გაგრძელება