როგორ მოვამზადოთ ბერძნული მუსაკა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ბერძნული მუსაკა

ბადრიჯანი და კარტოფილი დაჭერით თხელ ნაჭრებად და შეწვით გრილზე ან ტაფაზე, ან გამოაცხეთ;

დიდ ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ საქონლის ხორცი შეწითლებამდე, შემდეგ დაუმატეთ ხახვი და ნიორი და მოშუშეთ სანამ დარბილდება;

დაუმატეთ ღვინო, ტომატის პასტა და ტომატის სოუსი და ყველაფერი ერთად აურიეთ;

დაამატეთ წყალი და სანელებლები. დააფარეთ თავსახური და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ წყალი არ აორთქლდება და ხორცის გლუვ სოუსივით მასას არ მიიღებთ;

ამასობაში დიდ ქვაბში ჩაამატეთ 2 ნაჭერი კარაქი. რომ გადნება, დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში;

შემდეგ, ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და გამუდმებით ურიეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ გლუვ კრემს არ მიიღებთ.

დაუმატეთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და 2 კვერცხის გული, განუწყვეტლივ ურიეთ (დააბალანსეთ სისქე, რამდენად სქელი ან თხელი მოგწონთ ბეშამელი რძის დამატებით ან შემცირებით);

საცხობ ფორმაში მოათავსეთ ბეშამელის თხელი ფენა, შემდეგ 1 ფენა კარტოფილი, მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი (სურვილისამებრ) და მოაყარეთ გახეხილი ყველი;

დაუმატეთ ბადრიჯნის ფენა, მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ ყველი; გაიმეორეთ სანამ არ ამოწურავთ ყველა ბადრიჯანს და კარტოფილს;

ბადრიჯანსა და ბეშამელს ზემოდან მოასხით ხორცის სოუსი და მოაყარეთ ყველი;

გააცხელეთ ღუმელი 200°C-ზე და გამოაცხვეთ ოქროსფერამდე; შემდეგ გააჩერეთ კერძი 1 საათით, დაჭერით და გემრიელად მიირთვით.

როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო კლიარში - პიკანტური გემო ჩინეთიდან