როგორ მოვამზადოთ გამომცხვარი ფარში სიმინდის ხრაშუნა გარსით - საინტერესო რეცეპტი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ გამომცხვარი ფარში სიმინდის ხრაშუნა გარსით - საინტერესო რეცეპტი

ხახვი და ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილად. ცხარე წიწაკას ამოაცალეთ თესლი და დაჭერით ნიორთან ერთად. დააბლენდერეთ პომიდორთან ერთად.

გააცხელეთ მცენარეული ზეთი ტაფაზე საშუალო ცეცხლზე. მოშუშეთ დაფქული ხორცი წიწაკასთან, ხახვთან და ნიორთან ერთად 4-6 წუთის განმავლობაში.

დაუმატეთ ლობიო, სიმინდი, პომიდორი წვენთან ერთად, ცხელი ბულიონი, შაქარი, მარილი, პილპილი, ორეგანო და ძირა. აურიეთ და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე თავდახურული 5-7 წუთის განმავლობაში.

მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გაანაწილეთ თანაბარ ფენად.

ორივე სახის ფქვილი შეურიეთ გამაფხვიერებელს, მარილს და შაქარს.

გაადნეთ კარაქი და გააგრილეთ. კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ. შეურიეთ რძე, მშრალი ინგრედიენტები და აურიეთ. ცომი, რომელსაც მიიღებთ, არც ისე სქელი უნდა იყოს.

მიღებული ცომი გადაუსვით ფარშის მასას ზემოდან.

შედგით 190°C-მდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ყველისა და ნივრის სოუსში: გემრიელი კერძის რეცეპტი