როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში: დერმატოლოგის რჩევები
შეამოწმეთ თქვენი ხალები დროდადრო
რეკომენდებულია მიმართოთ თქვენს დერმატოლოგს და გაიაროთ სრული გამოკვლევა. თქვენი ექიმი შეისწავლის თქვენს ხალებს და გეტყვით, თუ როგორ ვითარდებიან ისინი დროთა განმავლობაში. ასე რომ, თქვენ გეცოდინებათ, რამდენად ფრთხილად უნდა იყოთ მზეზე, თქვენი კანის სპეციფიკური მდგომარეობის მიხედვით.
გამოიყენეთ SPF
იმის თქმა, რომ ზაფხულში მზისგან დამცავი კრემი უნდა ატაროთ, შეიძლება აშკარად მოგეჩვენოთ, მაგრამ კანის პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭირო მინიმალური SPF-ის ცოდნა არც ისე ადვილია.
მიუხედავად იმისა, რომ FDA-ს (სურსათის და წამლების ადმინისტრაციის) თანახმად, SPF 15 არის მინიმუმი, რომელიც უნდა ატაროთ კანის კიბოს თავიდან ასაცილებლად, ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემია (EADV) და ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია (AAD) გირჩევენ SPF 30 ან უფრო მაღალს. გაგრძელება