თქვენ არც კი გჭირდებათ ცომზე წვალება: ფხვიერი ვაშლის ღვეზელის რეცეპტი - rogor.ge

თქვენ არც კი გჭირდებათ ცომზე წვალება: ფხვიერი ვაშლის ღვეზელის რეცეპტი

გაფცქვენით ვაშლები და დაჭერით კუბიკებად, დაახლოებით 1 სმ. ნაწილებად, ტაფაზე გააცხელეთ 25 გრამი კარაქი, დაამატეთ ნახევარი წილი შაქარი და ვაშლი, მოთუშეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ შაქარი არ გადნება. ბოლოს დაუმატეთ დარიჩინი, ლიმონის წვენი და აურიეთ. შიგთავსი ოდნავ უნდა გაცივდეს.

ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით დიდ თასში. დარჩენილი ცივი კარაქი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

კარაქს და ფქვილს დაუმატეთ შაქარი და ცოტა მარილი. ხელით ასრისეთ ყველა ინგრედიენტი, სანამ არ გახდება ფხვიერი მასა. ცომის ნახევარი მოათავსეთ საცხობ ფორმაში, თანაბრად გაანაწილეთ და ოდნავ დაპრისეთ.

ცომზე მოათავსეთ ვაშლის შიგთავსი და ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ცომის მასა. გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში. მზა ღვეზელი ოდნავ გააგრილეთ და მიირთვით. საუკეთესოა ვანილის ნაყინთან ერთად.

როგორ მოამზადოთ ქლიავის ამერიკული ღვეზელი The New York Times-ის ცნობილი რეცეპტით