7 სანახაობრივი და შემზარავი ფილმი მსოფლიოს დასასრულის შესახებ, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ - rogor.ge

7 სანახაობრივი და შემზარავი ფილმი მსოფლიოს დასასრულის შესახებ, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

The Day After Tomorrow/დღე ხვალის შემდეგ

გლობალური დათბობა მრავალი წლის შემდეგაც არ შესუსტებულა. სათბურის ეფექტმა მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. კატასტროფული ქარიშხლები, ტორნადოები, ცუნამები, წყალდიდობები ყველაზე საშიშ, მომავალ გამყინვარების პერიოდს მოასწავებს. პალეოკლიმატოლოგი ჯეკ ჰოლი მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს და ამასთანავე თავისი შვილის სემის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. სემი ნიუ-იორკში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქი დიდმა გამყინვარებამ მოიცვა...

2012

დოქტორ ადრიან ჰელმსლი, საერთაშორისო გეოფიზიკური ჯგუფის წევრია, რომლის მიზანია მზეზე უპრეცედენტო აფეთქებების შედეგად დედამიწაზე რადიაციის ზეგავლენის შესწავლა. ადრიანი იგებს, რომ დედამიწის ბირთვი ხურდება. იგი ამერიკის პრეზიდენტს, თომას უილსონს აცნობებს, რომ დედამიწის ქერქი არასტაბილური ხდება და სათანადო მზადების გარეშე, რაც მსოფლიოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადარჩენას ისახავს მიზნად, კაცობრიობა განწირულია. ამავდროულად, მწერალი ჯექსონ კერტისი იგივე ინფორმაციას წააწყდება. როდესაც გარდაუვალი კატაკლიზმებისაგან გადასარჩენად მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს "კიდობნების" მშენებლობაში ეჯიბრებიან, კერტისი ცდილობს თავისი ოჯახის გადასარჩენი გზა იპოვოს...

These Final Hours/ბოლო საათები

როდესაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის ცივილიზაციას გარდაუვალი გლობალური კატასტროფის გამო ელის განადგურება, თითოეულმა მიიღო ეს სხვაგვარად. მთავარმა გმირმა ეს საკმაოდ მშვიდად მიიღო და ამასთანავე გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს დედამიწის ბოლო დღის გრანდიოზულ წვეულებაში...

Edge of Tomorrow/მომავლის ზღვარი

ისტორია ვითარდება არც თუ ისე შორეულ მომავალში, როცა უცხოპლანეტელების რასა, რომლებსაც ეძახიან მიმიკებს, თავს ესხმის დედამიწას და ანადგურებს მილიონობით ადამიანს. დედამიწის არმია აერთიანებს ძალებს, რათა წინ აღუდგეს დაუნდობელ მოწინააღმდეგეს უკანასკნელ ბრძოლაში კაცობრიობის გადასარჩენად...

Day the Earth Stood Still/დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა

უცხოპლანეტელებმა თავის პლანეტაზე კლიმატური ცვლილებების გამო სწრაფი ევოლუცია განიცადეს . მათი წარმომადგენელი კლაატუ ჩამოდის დედამიწაზე, რათა შეაფასოს, რამდენად შეძლებს კაცობრიობა აიცილოს ის ეკოლოგიური ზიანი, რაც საკუთარ პლანეტას მიაყენა. როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მას არ მიიღებს,ის გადაწყვიტავს, რომ დედამიწა გადარჩება, ოღონდ ადამიანები უნდა გაანადგურონ...

The Road/გზა

მამა და მისი ვაჟი გადამწვარ ამერიკაში ეულად მიაბიჯებენ, ირგვლივ სიცარიელეა, არაფერი იძვრის, ქარის მოტანილი ფერფლისა და წყლის გარდა. სიცივისგან ქვებიც კი დასკდა, ნაცრისფერად თოვს. ცა მუქია. ისინი სამხრეთისკენ მიდიან, სადაც უფრო თბილა, თუმცა არ იციან რა ელით იქ, ან თუ საერთოდ ელით რამე...

Perfect Sense/იდეალური გრძნობა

სიუზენი მეცნიერია, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებს იკვლევს. ეს მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა ყველაფერი დაივიწყა სიყვარულის ჩათვლით, იქამდე სანამ იგი მაიკლს...

როგორ ვუყუროთ MARVEL-ის ფილმებს სწორი თანმიმდევრობით