როგორია 29 ივლისი - 4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - rogor.ge

როგორია 29 ივლისი - 4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ კვირაში საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება და თანადგომა დასჭირდება. უარი არ თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული იქნებით. დასვენება და პირადი საქმეები ყოველთვის შეიძლება გადადოთ, მაგრამ ახლობლების დახმარება - არა.

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ სამუშაოს შესრულება განუსაზღვრელი ვადით არ გადადოთ, რათა შეუსრულებელი მოვალეობის განცდამ ხელი არ შეგიშალოთ შვებულებით სრულფასოვნად ტკბობაში. სწრაფად გაუმკლავდებით ყველაფერს და კვირის უმეტეს ნაწილს მშვიდად დაუთმობთ საკუთარ თავს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. დიდი ალბათობით, გაგიჭირდებათ თქვენი იდეის გადმოცემა, მაგრამ ახლობლები შეეცდებიან თქვენ გაგებას. კომუნიკაციის ეს პრობლემა არანაირად არ დაჩრდილავს თქვენს შაბათ-კვირას - ამ დღეებში დაგეგმილი ყველაფერი განხორციელდება და შეძლებთ სრულყოფილად დატკბეთ ნანატრი შვებულებით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავისუფალი დღეები საყვარელი ადამიანების გვერდით გაატაროთ. მოერიდეთ წყენასა და გაუგებრობაზე საუბარს, ახლა ამის გამოსწორების დრო არ არის. კონცენტრირება მოახდინეთ დადებითზე და გააცნობიერეთ, რომ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, სინამდვილეში წვრილმანია.

ლომი (23 ივლისი - 21 აგვისტო)

საბოლოოდ გექნებათ შესაძლებლობა, დატკბეთ ცხოვრებისეული მცირე სიამოვნებებით და თავი დააღწიოთ დამღლელ სამუშაო პასუხისმგებლობებს. გაგრძელება