როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო კლიარში - პიკანტური გემო ჩინეთიდან - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო კლიარში - პიკანტური გემო ჩინეთიდან

ყვავილოვანი კომბოსტო დაყავით ყვავილედებად. დაასხით ცხელი წყალი 5 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ ქილაში და შემდეგ გაშალეთ თეფშზე გასაშრობად.

გაცრილ ფქვილს შეურიეთ სახამებელი, პაპრიკა, მარილი და პილპილი. გააზავეთ წყალში და მოურიეთ სათქვეფით, რომ ბოლომდე გაიხსნას.

კლიარში ჩადეთ ყვავილოვანი კომბოსტო და ამოურიეთ, რომ თანაბრად დაიფაროს.

ტაფაზე საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი. კომბოსტოს ნაწილები მოათავსეთ ერთ ფენად და შეწვით ოქროსფერამდე. გადაიტანეთ ქაღალდის პირსახოცებზე.

პაპრიკა ოთახის ტემპერატურის 1 სუფრის კოვზ წყალში გახსენით,რომ მიიღოთ პასტა.

სოიოს და ჩილის სოუსები შეურიეთ კეტჩუპს, მომზადებულ პასტას, შაქარს და ძმარს.

ცხარე წიწაკა დაჭერით პატარა ნაჭრებად. გაატარეთ ნიორი პრესით. ჯანჯაფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე, საკმარისია ნახევარი სუფრის კოვზი.

ტაფაზე საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი. შეწვით წიწაკა ჯანჯაფილთან და ნიორთან ერთად ერთი-ორი წუთის განმავლობაში.

დაამატეთ მომზადებული სოუსი და წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და დატოვეთ ცეცხლზე რამდენიმე წუთი. შეურიეთ შავი პილპილი.

გადმოდგით სოუსი ცეცხლიდან და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დაუმატეთ ყვავილოვანი კომბოსტო და მოურიეთ.

როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოს კატლეტები