როგორ მოვიქცეთ, თუ სიცხეში ბავშვმა მადა დაკარგა - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ, თუ სიცხეში ბავშვმა მადა დაკარგა

ხილი და ბოსტნეული

ზაფხულის თვეებში მიტამინებისა და მინერალების დღიური ნორმის მიღება სეზონური ხილიდან სავსებით შესაძლებელია. ისინი მდიდარია ვიტამინებით და სხვა ღირებული ნივთიერებებით და რაც მთავარია, კონსერვანტების გარეშე. ბოსტნეულისა და ხილის თერმული დამუშავების შემდეგ ვიტამინების გარკვეული ნაწილი ნადგურდება, ამიტომ ნედლ პროდუქტს მიანიჭეთ უპირატესობა. უმ ხილ-ბოსტნეულს ბავშვი თანდათან, 10-11 თვიდან მცირე ულუფებით მიაჩვიეთ. თან დაუკვირდით რეაქციებს..ფაქტია, რომ ნედლი პროდუქტის შეწოვა გარკვეულ ფერმენტებს მოითხოვს და ბავშვის პანკრეასი მათ დროულად და საჭირო რაოდენობით გამომუშავებას ვერ ახერხებს.

თუ ბავშვს არ აქვს საჭმლის მონელების პრობლემები, ბოსტნეულისა და ხილის დღიური ნაწილის ნახევარი შეიძლება უმად მიეცეს. მადის დაქვეითების შემთხვევაში ბავშვს ძირითადი კერძების წინ მცირე რაოდენობით უნდა შესთავაზოთ ხილი და ბოსტნეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროპორცია ექიმმა უნდა განსაზღვროს. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხილი და კენკრა ცარიელ კუჭს აღიზიანებს და შეიძლება ალერგიაც გამოიწვიოს, ამიტომ ალერგიის ან საჭმლის მომნელებელი პრობლემებისადმი მიდრეკილ ბავშვს ისინი დესერტად ან კვებათა შორის შუალედებში შესთავაზეთ. წაიკითხეთ ვრცლად