როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი მაცივრიდან - rogor.ge

რატომ უნდა დადგათ მაცივარში ჭიქა სოდით: შედეგი გაგაოცებთ

რატომ დგამენ მაცივარში სოდიან ჭიქას?

მაცივარში სოდა ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას და ასევე ხელს უშლის საკვების ბუნებრივი არომატის დაკარგვას. ამისთვის ჭიქაში ჩაყარეთ სოდა (100-150 გ) და მოათავსეთ ქვედა თაროზე, მაცივრის უკანა კედელთან უფრო ახლოს. გამოცვალეთ სოდა თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.

ზოგჯერ რეკომენდებულია მაცივარში სოდის ხსნარის დადებაც (2-3 ჩაის კოვზი სოდა გახსენით ჭიქა წყალში), მაგრამ ნაკლებად ეფექტური იქნება, რადგან მასში ნივთიერების კონცენტრაცია უფრო დაბალია.

მნიშვნელოვანია: თუ მაცივარში ცუდი სუნი გაჩნდება, ჯერ დარწმუნდით, რომ მასში გაფუჭებული საკვები არ არის - სოდა უძლურია მათ წინააღმდეგ.

რა შეგიძლიათ შედოთ მაცივარში, რომ სუნი გაქრეს, გარდა სოდისა:

ლიმონი - ნახევარი ციტრუსი მოათავსეთ მაცივარში, ის გააქრობს უსიამოვნო სუნს;

ვაშლის ძმარი - შეურიეთ წყალს 1:3 თანაფარდობით, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გააგრილეთ და შედგით ხსნარი მაცივარში 4 საათით;

აქტივირებული ნახშირი - დაფხვენით და გაახვიეთ ნაჭერში, შემდეგ კი დატოვეთ თაროებზე ერთი კვირის განმავლობაში;

დაფქული ყავა - დაყარეთ ფურცელზე, შედგით მაცივარში და გააჩერეთ რამდენიმე საათი.

გახსოვდეთ, რომ ყავის არომატი სხვა პროდუქტებშიც შეიწოვება, ამიტომ ჯობია ცოტა ხნით შეფუთოთ.

როგორ მოვაშოროთ გაფუჭებული ხორცის უსიამოვნო სუნი მაცივრიდან სახლის პირობებში