როგორ მოვემზადოთ დაივინგისთვის
თუ თქვენ აპირებთ სერიოზულად დაკავდეთ დაივინგით და დაიპყროთ დიდი სიღრმეები (30–40 მეტრამდე), თქვენ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ ამ ყველაფერს. უსაფრთხოების ელემენტარული წესების მიხედვით არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება წყალში ჩაშვება პარტნიორის გარეშე. თქვენი პარტნიორი აგებს პასუხს თქვენზე, ხოლო თქვენ მასზე. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ სიღრმეებზე მხოლოდ მაშინ შეძლებთ ჩაშვებას, რაც მოიპოვებთ “Deep Diver” – ის სერტიფიკატს.
ბევრი პროფესიონალი სპორტსმენი–აკვალანგისტი ხმელეთზე ყოფნის დროს მისდევს იოგას, იმისათვის, რომ გაიუმჯობესოს სუნთქვითი უნარ–ჩვევები. გაეცანით ყველაზე მარტივ სუნთქვის ვარჯიშებს ან მიიღეთ უფრო სრულყოფილი რჩევები პროფესიონალისგან. ეს თქვენ დაგეხმარებათ ჩაშვების რეჟიმის სწორად დაგეგმვაში და თავიდან აგარიდებთ არასასურველ პანიკას სიღრმეზე ყოფნის დროს.
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას. სასტიკად არის არკძალული წყალში ჩასვლამდე გარკვეული წამლების და ალკოჰოლის მიღება. ასევე აკრძალულია მოწევა. ასევე არ არის სასურველი ჩაყვინთოთ მაშინ, როცა გაციებული ხართ და ვერ სუნთქავთ ცხვირით. თქვენ უნდა გაგაჩნდეთ სამედიცინო ცნობა, რომელიც დაადასტურებს თქვენს კარგ ფიზიკურ მდგომარეობას.
დაივინგის დროს გააკონტროლეთ მისი ყველა პარამეტრი: დრო, სიღმე, ჟანგბადის დონე. თქვენი აღჭურვილობა უნდა შემოწმდეს ჩაყვინთვამდე. ყოველთვის დარჩით თქვენს პარტნიორთან ხილვადობის რადიუსში. შეისწავლეთ ან შეიმუშავეთ ჟესტების სისტემა, რადგან თქვენ ვერ შეძლებთ წყალქვეშ ერთმანეთთან საუბარს (უმეტეს შემთხვევებში). გამოიყენეთ აღჭურვილობა, რომელიც არის ნათელ ფერებში შეღებლი, ვინაიდან ეს დაგეხმარებათ უკეთ დაინახოთ თქვენი პარტნიორი. გირჩევთ აირჩიოთ ყვითელი ფერი, რადგან ის შორიდანაც კარგად ჩანს. რასაც ვერ ვიტყვით წითელზე, რადგან დიდ სიღრმეებზე ის თითქმის შავი ხდება.