ზაფხულის კერძი: როგორ მოვამზადოთ ჭარხლის ცივი სუპი
მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო. მოხარშეთ ან გამოაცხვეთ ჭარხალი. მოხარშეთ კვერცხიც.
ქვაბში ჩადეთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი. მსუბუქად დააწექით ქვასანაყის ქვით, რომ წვენი გამოუშვას. ამ კერძის პიკანტურ არომატს ახალი მწვანილი განსაზღვრავს.
პატარა კუბიკებად დაჭერით კარტოფილი, კვერცხი, სტაფილო, კიტრი. ჩაყარეთ ქვაბში.
ჭარხალი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაუმატეთ ქვაბში.
დაუმატეთ არაჟანი (250 გ.), მარილი, პილპილი. დააწურეთ 1 ცალი ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
ბოლო ეტაპი გახლავთ სასმელი წყლის დამატება. შეგიძლიათ დაამატოთ მინერალური წყალი.
გემრიელად მიირთვით!