შვებულებაში მიდიხართ და არავინ გყავთ ყვავილების მოსარწყავად? ეს აპრობირებული მეთოდი თქვენი ხსნა იქნება
მებაღემ ისაუბრა მორწყვის უძველეს ხმელთაშუაზღვის მეთოდზე, რომელიც მართლაც ეფექტურია. ის ყვავილებსა და ქოთნებს რეგულარულ მორწყვას უზრუნველჰყოფს, მცენარეები კი წყალში არ დალპებიან, არამედ მიიღებენ ზუსტად იმდენ წყალს, რამდენიც სჭირდებათ.
გათალეთ ღვინის საცობი ისე, რომ ის მოთავსდეს ქოთნის ხვრელში, მაგრამ მაინც დაუშვას ცოტაოდენი წყლის გავლა
მოათავსეთ პატარა ქოთანი მცენარესთან ერთად ყვავილოვან ქოთანში ისე, რომ ოდნავ ჩამარხული იყოს მიწაში.
ჩაასხით წყალი და დააფარეთ თავსახური, რათა სითხის აორთქლება არ მოხდეს.
ჭკვიანი დიზაინის წყალობით, თქვენი ყვავილები თანდათან მიიღებენ წყალს, რომელიც დაიცავს მათ სიკვდილისგან. ეს მეთოდი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას გარე მცენარეებისთვის, რომლებიც დარგულია თქვენი სახლის გარეთ, დიდ ქოთნებში.