3 მსუბუქი მეთოდი, თუ როგორ იპოვოთ სიხარული ყოველდღე და თავი "ცოცხლად" იგრძნოთ - rogor.ge

3 მსუბუქი მეთოდი, თუ როგორ იპოვოთ სიხარული ყოველდღე და თავი "ცოცხლად" იგრძნოთ

დააკვირდით თქვენს გარშემო არსებულ სამყაროს

„ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ყოველდღე "გავხსნათ" საკუთარი თავი ახალი გამოცდილებისთვის და მივცეთ საშუალება ვისწავლოთ“ რაღაც ახალი.

დაივიწყეთ, რომ ეს სისულელეა, რომ ძალიან დაკავებული ხართ და ეს დროის კარგვაა.

პირველ რიგში, უნდა შეიგრძნოთ ყოველდღიური მომენტების ხიბლი. მაგალითად, შეიგრძენით პატარა სიხარული, როცა დაინახავთ, როგორ თამაშობს მზის ბლიკი დილის ყავაზე. უბრალოდ, ხელოვნურად ნუ შექმნით ასეთ მომენტებს. მოძებნეთ ის, რაც თქვენში ემოციას იწვევს და გჯეროდეთ, რომ ასეთი რამეები გამოჩნდება მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად მოელით.

ჩვენ საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ შთამბეჭდავი მოვლენები გრანდიოზული უნდა იყოს. სინამდვილეში, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ამოისუნთქოთ და იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც საერთოდ არ არის გრანდიოზული. ეცადეთ ყოველდღე აღნიშნოთ პატარ-პატარა სასიამოვნო დეტალები. მაგალითად, თქვით: "რა სასიამოვნო წვიმაა"; "რა ლამაზია ეს ყვავილები"... თქვენი ტვინი გადაეწყობა ყველაფერში პოზიტივის დანახვაზე.

იპოვეთ დამამშვიდებელი აქტივობა

თუ გიჭირთ იმის წარმოდგენა, რაც მოგხიბლავთ, იფიქრეთ იმაზე, რაც გამშვიდებთ. იქნებ ეს გასეირნებაა? ან მოგზაურობა მუზეუმში. ან ღრუბლების მოძრაობის ყურება.

რაც არ უნდა იყოს, იპოვეთ საშუალება ყოველდღე გამონახოთ დრო. ყურადღებას მიაქციეთ ცის ფერს და იმ შეგრძნებებს, რომლებსაც ნიავი გაგრძნობინებთ კანზე.

ზოგმა შეიძლება იპოვოს სიმშვიდე ტაძრის მონახულებით, ზოგი კი სიმშვიდეს პოულობს მთვარისა და ვარსკვლავების ყურებით. ნებისმიერი მარტივი აქტივობა, რომელიც გაბედნიერებთ, აუცილებლად შეასრულეთ.

გააკეთეთ კარგი რაღაცები ყოველგვარი მიზეზის გარეშე

ჩვენ მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ, რომ სიამოვნების ძიება სიამოვნების გულისთვის რაღაცნაირად გულუბრყვილოა. ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უფრო მეტად ვაფასებთ იმას, რაც პრაქტიკულად და ეფექტურად ითვლება. მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ მიზეზი, რომ გააკეთოთ ის, რასაც სიხარული მოაქვს.

უბრალოდ გააკეთეთ!როგორ გამოიყენოთ მცირე შესვენებები სამსახურში, რათა უფრო პროდუქტიულები გახდეთ