როგორ მოვამზადოთ ქათმის ბურგერი - განსხვავებული და გემრიელი რეცეპტი
„ბიბილოს“ კატლეტი შეწვით და წვრილ ნაჭრებად დაანაწევრეთ. როდესაც გაგრილდება, მოათავსეთ თასში, დაამატეთ წვრილად დაჭრილი სალათის ფურცელი (3 ცალი), ბროწეული, გატარებული ნიგოზი და არაჟანი, მარილი და პილპილი კი - გემოვნებით.
კარგად გადაურიეთ და მაცივარში გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, რომ გემოები გაუჯდეს.
ბურგერის პურზე მოათავსეთ სალათის ფურცელი, შიგთავსის მასა და ზემოდან დააფარეთ პური. თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ გატესტოთ.
ქათმის ბურგერი იდეალურია სამსახურში ლანჩზე მისართმევად, ბავშვებისთვის სკოლაში გასატანებლად. ის განსაკუთრებულ ელფერს შესძენს მხიარულ საღამოებს მეგობრებთან ერთად სამაგიდო თამაშებისა თუ საოჯახო კინოთეატრის თანხლებით.
R