როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ფეტუჩინი კარაქით, სალბითა და ყველით
ფეტუჩინი: ფქვილი, კაკაო და მარილი ხის დაფაზე დაყარეთ და შუაში ღრმული გაუკეთეთ.
ათქვეფილი კვერცხები ჩაასხით და ფქვილს თითებით ფრთხილად შეაზილეთ. ეცადეთ ღრმულის კედლებს არ შეეხოთ, რომ კვერცხი არ გადმოიღვაროს.
დაახლოებით 20 წთ ზილეთ, ერთგვაროვანი, ნაზი ცომის მიღებამდე.
ცელოფანში გაახვიეთ და 30 წთ დაასვენეთ. შემდეგ ცომი პასტის გამოსაყვან დანადგარში გაატარეთ ინსტრუქციის მიხედვით: ჯერ - ფართო, შემდეგ კი, ყოველ ჯერზე, უფრო ვიწრო ლილვაკების საშუალებით.
ცომი ხშირად უნდა გადაკეცოთ, რაც საჭიროა მისი ერთგვაროვანი ფაქტურისთვის. ასე გაბრტყელებულ ცომს მანანის ბურღული მოაფრქვიეთ და სუფთა ტილო გადააფარეთ.
დანადგარს ამჯერად 5 მმ-იანი საჭრელი მოარგეთ და მაკარონები გამოიყვანეთ.
პასტა მარილიან, მდუღარე წყალში ჩაყარეთ და მოხარშეთ.
სოუსი: სანამ პასტა იხარშება, კარაქი სალბთან ერთად პატარა ქვაბში გაადნეთ.
პასტა გადაწურეთ და კარაქსა და სალბს ფრთხილად შეურიეთ. დიდი ჩანგალი აიღეთ და მაკარონი ზედ ისე დაახვიეთ, რომ ფრინველის ბუდესავით გამოვიდეს.
ბუდეებს შუაში სამ-სამი გუნდა მოცარელა ჩაუწყვეთ და ახალდაფქული ვარდისფერი პილპილი მოაყარეთ. ცხელ-ცხელი მიირთვით.
საუკეთესო დესერტები, ღვეზლები, ტარტები, მაფინები, კექსები, პუდინგები, კრემები, ტორტები, ნატიფი დესერტები, ნაყინი, სასმელი, კანფეტები და სხვა ტკბილეული _ ეს ყველაფერი თავმოყრილია ამ მომაჯადოებელ წიგნში, რომელიც თქვენთვის შეიქმნა. წიგნის შესავალ ნაწილში ასევე გაეცნობით შოკოლადის ისტორიას ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე.