როგორ გავაკეთოთ დეკორატიული ვაზა საკუთარი ხელით
გაბერეთ ბუშტი სასურველ ზომაზე და შეკარით. ზუსტად ამ ზომის იქნება თქვენი მომავალი ვაზა.
აიღეთ სადგამი და მოათავსეთ ბუშტი სადგამში კუდით ქვემოთ.
ხის ტოტი დაჭერით ბრტყელ ნაჭრებად და წებოთი დააწებეთ ბუშტზე.
პირველი ნაჭერი, ყველაზე განიერი, დააწებეთ ბუშტის თავზე.
დანარჩენ ნაჭრებს აწებებთ მხოლოდ გვერდებზე, ერთმანეთისკენ, ზედა ცენტრიდან ქვევით მიმართულებით.
როდესაც ყველაფერი გაშრება, გახეთქეთ და ამოიღეთ ბუშტი. ვაზაში შეგიძლიათ ჩადოთ ქილა, ჩაასხათ წყალი და მოატავსოთ ყვავილები.