თუ ხალხში აღმოჩნდებით
- მიჰყევით ხალხის ნაკადს, დაე გატარონ;
- შეეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ სპეცრაზმისგან, რობოკოპებისგან, მაღალი და დიდი ადამიანებისგან;
- არ ჩაიწყოთ ხელები ჯიბეებში;
- ეცადეთ, ყველანაირად რომ დარჩეთ ფეხზე. მოძრაობისას ასწიეთ ფეხები რაც შეიძლება მაღლა, დადგით ფეხი სრულ ტერფზე, არ მოღუნოთ, არ აიწიოთ ფეხის წვერებზე;
- თუ ეს შესაძლებელია, შეეცადეთ თავი დააღწიოთ ხალხის მასას.
თუ ჭყლეტვამ საშიში ხასიათი მიიღო
- დაუყოვნებლივ გაითავისუფლეთ თავი ყოველგვარი ტვირთისაგან, განსაკუთრებით მხრის ჩანთისა და შარფისგან;
- ღრმად ჩაისუნთქეთ და იდაყვებში მოხრილი ხელები გვერდებზე გაშალეთ, რომ მკერდი არ შეიკუმშოს;
- თუ რამე დაგივარდათ, არ დაიხაროთ მის ასაღებად;
- თუ დაეცით, შეეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად დადგეთ ფეხზე.
- ამავდროულად, არ დაეყრდნოთ ხელებს (მოტეხილობის თავიდან ასაცილებლად).
- საყრდენი თუ იპოვეთ, ადექით, ფეხებით მკვეთრად ახტით მიწიდან;
- თუ ადგომა არ შეგიძლიათ, მოიხარეთ ბურთივით, დაიცავით თავი წინამხრებით და დაიფარეთ თავის უკანა მხარე ხელისგულებით.
როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?