როგორ ვისწავლოთ აკრობატიკა
იმისათვის, რომ რამე მაინც ისწავლოთ, დაიმახსოვრეთ რამდენიმე აუცილებელი პირობა, რომლებიც ითვლება აქსიომად და მოითხოვენ უპირობო შესრულებას: რეგულარული ვარჯიშები (შეადგინეთ ინდივიდუალური გრაფიკი და მკაცრად დაემორჩილეთ მას), მკაცრად შეასრულეთ ვარჯიშის ყველა მოთხოვნა, გაუკეთეთ ანალიზი თქვენს მიერ შესრულებული ელემენტების დროს დაშვებულ შეცდომებს, არ გადაახტეთ ვარჯიშის ეტაპებს.
ბოლო პირობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს გარკვეული ვარჯიშების სია, რომლებზეც აგებულია ყველა აკრობატული ნახტომი. ამ სავარჯიშოების ამოცანაა ფორმირება გაუკეთოს თქვენს კოორდინაციას, რათა დაიკარგოს მოძრაობების შებოჭილობა, რომელიც ხელს უშლის მეცადინეობას. ამ სიაში შედის: ბრუნები, ხელებზე დგომა, ბორბალი, კურბეტი, რონდადი.