როგორ ვეკონტაქტოთ ერთმანეთს, როცა ინტერნეტკავშირი უარესდება
Signal Offline
ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე.
ფოტო: GeckoandFly
Signal ინტერნეტკავშირის გარეშე მუშაობს და Wi-Fi Direct-ის ბაზაზე შექმნილი აპლიკაციაა. იგი კომუნიკაციის საშუალებას დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში იძლევა. კავშირის დასამყარებლად აპლიკაცია სიგნალს გზავნის, რათა ახლოს არსებული მოწყობილობები იპოვოს. ამის შემდეგ მობილურები ხელმისაწვდომი მომხმარებლების სიაში ჩნდება.
Wi-Fi Direct ტექნოლოგიაა, რომელიც ცენტრალიზებული ქსელის ან უსადენო "როუტერის" გარეშე აკავშირებს მოწყობილობებს, მოწყობილობა კი ამ დროს "ჰოტსპოტის" როლს ასრულებს. კავშირის დამყარების შემდეგ მონაცემების მიმოცვლა მყისიერად არის შესაძლებელი ახლო არეალში. Wi-Fi Direct იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე Bluetooth.
კონტაქტი შესაძლებელია როგორც პირისპირ, ასევე ჯგუფურად. შეგიძლიათ ტექსტური შეტყობინებების, აუდიოჩანაწერების, ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნა. ძველი საუბრები მონაცემთა ბაზაში ინახება და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იხილოთ. გაგრძელება