როგორია ყველაზე გაყიდვადი სმარტფონები 2024 წლის პირველ კვარტალში - rogor.ge

როგორია ყველაზე გაყიდვადი სმარტფონები 2024 წლის პირველ კვარტალში

გაყიდვებს შორის ყველაზე პოპულარული იყო iPhone 15 Pro Max. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები, შესაბამისად, iPhone 15, iPhone 15 Pro და iPhone 14-მა დაიკავეს.

მეხუთე ადგილზე გავიდა Samsung Galaxy S24 Ultra, რითაც ის ყველაზე გაყიდვადი Android ტელეფონი გახდა მსოფლიოში. მის შემდეგ მოდის Galaxy A15 5G და Galaxy A54. შემდეგი ადგილები ეკუთვნის Apple-ის კიდევ ერთი პროდუქტს - iPhone 15 Plus. ტოპ ათეულში Galaxy S24 და Galaxy A34 სმარტფონები მოხვდნენ.

top-10-smartphones-in-q1-2024-1715086844-1715157348.jpeg

გამოქვეყნებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, Samsung-ის მაჩვენებელი ოდნავ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საინტერესოა, რომ ყველაზე გაყიდვადი ანდროიდის სმარტფონი მაშინ ბიუჯეტური Galaxy A13 იყო და ახლა ამ ტიტულს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტელეფონი იკავებს.