cottagecore მოდაში დაბრუნდა: როგორი კაბებია ტრენდში 2024 გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე
cottagecore სტილის ნივთებს ახასიათებთ ყვავილოვანი პრინტები, ბუნებრივი ქსოვილები, ფენები და თავისუფალი სილუეტები. ამ ესთეტიკურ კაბებს უხდება "კოვბოის" ჩექმები, ჩალის ქუდები, ნაქსოვი ჩანთები და რომანტიკული ხასიათის ატრიბუტები. მაგრამ კაბები მაინც მთავარ როლს თამაშობს.
კორსეტით
კორსეტები დაბრუნდა მოდაში და cottagecore სტილი ყველაზე მეტად იხდენს. მსუბუქი მოკლე კაბები კორსეტის ზედით და ფუმფულა ქვედაკაბით შეგიძლიათ ჩაიცვათ "ბალერინებთან" ან სანდლებთან, თუ გსურთ შექმნათ უფრო ქალური და დელიკატური სამოსი.
ყვავილებიანი პრინტი
თუ გსურს თავი ფილმის გმირად იგრძნო, ეს სტილი აირჩიე!
მაქსი ნატურალური ნაჭრით
კოჭებამდე სიგრძის, ნატურალური ქსოვილის, სადა კაბა ზაფხულის ტრენდშია.
ფუმფულა სახელოებით
შექმენით ნაზი, ჰაეროვანი და რომანტიკული სტილი.
კაბა - კვანძებით
კიდევ ერთი აქტუალური მოდელი.