6 რჩევა ტყავის ნივთების მოსავლელად
სტილისტის თქმით, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ტყავის ნივთების მოვლას, რომელიც თქვენს გარდერობშია, მაგრამ ხშირად არ ატარებთ. იმისთვის, რომ ტყავის ნივთები, როგორიცაა ჩექმები და ჩანთები, არ გაფუჭდეს, როდესაც მათ არ იყენებთ, შეავსეთ ისინი რბილი მასალით, როგორიცაა ქაღალდი ან ქსოვილი.
ძალიან მნიშვნელოვანია ტყავის ნივთების შესანახად სწორი ადგილის შერჩევა. ამიტომ არასოდეს შეინახოთ ტყავის ნაწარმი სითბოს წყაროებთან: რადიატორები, ბუხრები ან ელექტრო გამათბობლები. ამან შეიძლება დააზიანოს ტყავი და გამოიწვიოს მისი დახეთქვა.
სტილისტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩანთა არ გადაიტვირთოთ, რათა ტყავმა ფორმა არ დაკარგოს.
თუ საკიდზე ტყავის შარვალი ან კაბები ჩამოკიდეთ, დარწმუნდით, რომ ისინი არ არის შეკრული. სტილისტის თქმით, ამან შესაძლოა ნივთი დააზიანოს.
ტყავის გარე ტანსაცმელი უნდა ინახებოდეს ქეისში, რათა ტყავის ქურთუკებმა არ დაკარგონ ვიზუალი და ხარისხი.
დაბინძურებული ტყავის ნივთები უნდა გაიწმინდოს რბილი, მშრალი ქსოვილით ან მიკროფიბერის ქსოვილით და სპეციალური ტყავის საწმენდი საშუალებთ. სტილისტი აღნიშნავს, არ გამოიყენოთ წყალი სარეცხ საშუალებებთან ან უხეში ქიმიკატებთან ერთად, ეს შეიძლება საზიანო იყოს.
მარტივი ხრიკი: როგორ გავიგოთ, არის თუ არა ქამარი ნამდვილი ტყავისგან დამზადებული