როგორ მოამზადოთ ხაჭოს ფუნთუშები - საუზმე მთელი ოჯახისთვის - rogor.ge

როგორ მოამზადოთ ხაჭოს ფუნთუშები - საუზმე მთელი ოჯახისთვის

თბილ რძეს დაუმატეთ შაქარი, საფუარი, კვერცხი, გაცრილი ფქვილი და მარილი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ რბილი კარაქი და მოზილეთ ცომი. მზა ცომი გააჩერეთ თბილად ერთი საათის განმავლობაში.

შევსებისთვის შეურიეთ ხაჭო, შაქარი, არაჟანი, კვერცხი, ნაღების ყველი და ლიმონის ცედრა.

როცა ცომი ამოვა, დაჭერით და გააბრტყელეთ ოთხკუთხედის ფორმაში. გაანაწილეთ შიგთავსი, ერთ კიდეზე დატოვეთ 1 სმ ცარიელი. გადაახვიეთ რულეტად და დაჭერით ნაჭრებად

საცხობ სინზე მოათავსეთ ქაღალდი და ფუნთუშები ერთმანეთისგან სანტიმეტრის დაშორებით. დააფარეთ პირსახოცით და გააჩერეთ კიდევ 15-30 წუთის განმავლობაში.

სინი ფუნთუშებით შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.

როგორ მოამზადოთ ფუნთუშები შესქელებული რძით - პირში დნება