"8 კილოგრამი თვე-ნახევარში..." - როგორ დაიკლო წონა მაია ასათიანმა - rogor.ge

"8 კილოგრამი თვე-ნახევარში..." - როგორ დაიკლო წონა მაია ასათიანმა

„ტვ-დან რომ წამოვედი, სტრესის გამო ჰორმონალური პრობლემები მქონდა. 10 კილოგრამი მოვიმატე და ვერაფრით ვიკლებდი. დავიწყე მკურნალობა, ვარჯიში, სირბილი, დიეტა და ეს შედეგიც დადგა. – 8 კილოგრამი თვე-ნახევარში, კიდევ 2 კგ დამრჩა“ - წერს მაია ასათიანი.

მაია ასათიანის ბიოგრაფია

მაია ასათიანი 1977 წელს თბილისში დაიბადა. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი - საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.

მაია ასათიანის პირადი ცხოვრება

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ. განაგრძეთ კითხვა