როგორ მოქმედებს თმის შეჭრის სიხშირე მის ზრდაზე: სიმართლე, რომელიც გაგაოცებთ
უფრო ხშირად უნდა შეიჭრათ თმა?
ექსპერტები ირწმუნებიან, რომ არ არსებობს კავშირი თმის შეჭრასა და თმის ზრდას შორის. სტილისტები ხშირად ამბობენ, რომ თმის შეჭრა უფრო ხშირად გვჭირდება და ამ მცდარ წარმოდგენას მრავალი წლის განმავლობაში გვინერგავდნენ. მაგრამ სინამდვილეში აქ არანაირი კავშირი არ არის და არც შეიძლება იყოს. თუ თმა ძირებიდან ამოდის, მაშინ როგორ შეიძლება იყოს დაკავშირებული ბოლოების მოჭრასთან?
როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა და გავიუმჯობესოთ თმის ხარისხი მუხის ქერქის ნახარშის საშუალებით
რა სარგებლობა მოაქვს თმის შეჭრას?
მიუხედავად იმისა, რომ შეჭრის შემდეგ თმა უფრო სწრაფად არ გაიზრდება, ბოლოების შეჭრას დიდი მნიშვნელობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ასე შეგიძლიათ მოიშოროთ ბოლოები, რომლებსაც კონდიციონერები და შამპუნები არ შველის. მეორეც, თუ დიდხანს არ შეიჭრით თმას, ის გათხელდება და მოგიწევთ გაცილებით მეტის მოჭრა, როცა სტილისტთან ვიზიტს დააპირებთ.
თმის შეჭრა და მისი სიხშირე არანაირად არ იმოქმედებს თმის ზრდის სიჩქარეზე, რადგან ეს პარამეტრი თანდაყოლილია ყველა ადამიანში გენეტიკურ დონეზე. როგორც წესი, საშუალოდ ქალს თმა ერთ თვეში 1-2 სმ-ით ეზრდება. ზრდის დაჩქარების მიზნით, თქვენ უნდა იკვებოთ კარგად - დაამატეთ ვიტამინები, მინერალები და ცილები თქვენს დიეტაში. ასევე იზრუნეთ თმაზე ნიღბებით, შამპუნით, მცენარეული ზეთით და კარგი ხარისხის კონდიციონერებით.
დაემშვიდობეთ გაფუჭებულ და უხარისხო თმას - რეცეპტი აბრეშუმივით ბზინვარე თმისთვის