როგორ დავაწებოთ გასაბერი აუზი - rogor.ge

როგორ დავაწებოთ გასაბერი აუზი

გასაბერ აუზებს ამზადებენ რეზინიანი ნაჭრისგან. თითოეული მასალის შეკეთებისათვის არსებობს განსხვავებული ხერხი, მაგრამ პირველ რიგში საჭიროა გახვრეტილი ადგილის პოვნა. ამისათვის მსუბუქად დაბერეთ აუზი. თუ იგი მთლიანად არ ეტევა წყალში, მაშინ ჩაყავით მცირე ნაწილები სათითაოდ. გახვრეტის ადგილს აღმოაჩენთ ჰაერის ბუშტუკების მიხედვით. ნაპოვნი დაზიანება აღნიშნეთ მარკერით.

თუ აუზი ძალიან დიდი ზომისაა, მაშინ წინა მეთოდი არ გამოგადგებათ დაზიანების აღმოსაჩენად. ამიტომ სცადეთ შემდეგი: დაასველეთ სარეცხი საპონი, საპარსი ფუნჯის საშუალებით ააქაფეთ საპონი. წაუსვით ქაფი კარგად დაბერილ აუზს. ნახვრეტს აღმოაჩენთ ქაფის ქვეშ გაჩენილი ჰაერის ბუშტუკების მიხედვით. დაზიანებული ადგილი აღნიშნეთ მარკერით.

თუ გჭირდებათ სწრაფად და დროულად დაწებება, გამოიყენეთ სპეციალური წებოვანი ქაღალდი, რომელიც სარემონტო მასალების მაღაზიებში იყიდება. დაწებებამდე კარგად შეამშრალეთ აუზის ის კონკრეტული მონაკვეთი. არ შეეხოთ სტიკერის წებოვან მხარეს! დააკარით დაზიანებულ ადგილს და ცოტა ხნით სიმძიმე დაადეთ. ასეთი შეკეთების შემდეგ, აუზი დაუზიანებლად გაძლებს დაახლოებით 1 კვირას.

4-lenta-1657628584.jpg

კაპიტალური შეკეთებისათვის გამოიყენეთ სპეციალური წებო "ცივი ვულკანიზაციისათვის", რომელიც გამოიყენება ავტომობილის საბურავების კამერების დასაწებებლად. დაზიანებული ადგილი გახეხეთ თხელი ზუმფარით. წებოვან ადგილს მოხსენით დამცავი ფირი. მჭიდროდ დაადეთ მომჭერი დაზიანებულ მონაკვეთს. 1 საათის შემდეგ მოხსენით მომჭერი. რეზინიანი ნაჭრისგან დამზადებული აუზის დაზიანებული ადგილი დააწებეთ ორკომპლექტიანი წებოს -ის საშუალებით.