როგორ მოუაროთ კანს 30 წლის შემდეგ - პრაქტიკული რჩევები
ზოგადად, კანის მოვლა ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია. თუმცა სხვადასხვა ასაკში კანს განსხვავებული რუტინა სჭირდება. ადრეულ ასაკში ქალების დიდ ნაწილს თუ ცხიმიანობასა და აკნესთან უწევს ბრძოლა, მოგვიანებით მათთვის უფრო აქტუალური ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების პრევენციაა.
კანის ტიპის შესაბამისი დატენიანება კი ნებისმიერ ასაკში გადამწყვეტია. კანის ზოგად მდგომარეობაზე პასუხისმგებელია კოლაგენი, რომელიც ახალგაზრდობაში ინტენსიურად გამომუშავდება. შესაბამისად, კანი დაჭიმული, ელასტიკური და გლუვია. წლების მატებასთან ერთად კი მცირდება კოლაგენის გამომუშავება და კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას დახმარება სჭირდება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია როგორც კანის მოვლის საშუალებები, ისე სწორი კვება. გიზიარებთ კანის მოვლის 5 ოქროს წესს, რომლებიც 30 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
იკვებეთ ჯანსაღად
ჯანსაღი კვება მოიცავს როგორც სწორად შერჩეულ საკვებს, ისე სითხის საჭირო რაოდენობით მიღებას. თქვენი საკვები რაციონი უნდა შეიცავდეს დაბალანსებულ ნახშირწყლებს, ცილებსა და ცხიმებს. წყალი კი კანის სიჯანსაღის შენარჩუნებაში უდიდეს როლს ასრულებს. თუ არ მიიღებთ საჭირო რაოდენობის სითხეს, კანი გამოგიშრებათ და ნაოჭებიც სწრაფად გაგიჩნდებათ. გაგრძელება