არსებობს თუ არა შაქრის უსაფრთხო დონე და როგორ გამოვთვალოთ ის: საიდუმლო დიეტოლოგისგან - rogor.ge

არსებობს თუ არა შაქრის უსაფრთხო დონე და როგორ გამოვთვალოთ ის: საიდუმლო დიეტოლოგისგან

შაქარს ყოველდღიურად მოვიხმართ - შაქარს, რომელსაც ჩაის ან ყავის დალევისას ვიღებთ და ასევე, შაქარს ვიღებთ უამრავი საკვები პროდუქტიდან, რომელიც არის "დამატებითი შაქარი". როგორც ექსპერტები განმარტავენ, არ არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული რეკომენდაციები ბუნებრივი შაქრის (ფრუქტოზა და ლაქტოზა) რაოდენობის შესახებ, რომელიც უნდა მიირთვათ. თუმცა არსებობს "დამატებითი შაქრის" მითითებები.

ასეთი შაქრის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში მიღებული მთლიანი კალორიების 10%-ს. ანუ, თუ თქვენ მოიხმართ დაახლოებით 2000 კალორიას დღეში, მაშინ არ უნდა მიიღოთ 50 გრამზე მეტი შაქარი.

სუფრის შაქარი და სხვა დამატკბობლები მარტივი და საკმაოდ მკვებავი ნახშირწყლებია. მათი გადაჭარბებული მოხმარება დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ჰიპერტენზია, დიაბეტი, სიმსუქნე და სხვა.

ჩვენი ორგანიზმი, როგორც წესი, ამუშავებს შაქრის ყველა ფორმას ერთნაირად, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. რთული ნახშირწყლები შეიცავს სამი ან მეტი ტიპის შაქარს, შედეგად, ის უფრო ნელა შეიწოვება, ვიდრე "ჩვეულებრივი" შაქარი.

დიეტოლოგი გვირჩევს, დაფიქრდეთ იმაზე, თუ რომელ შაქრიან საკვებს და სასმელს მიირთმევთ რეგულარულად და ჩაანაცვლოთ ისინი შაქრის დაბალი შემცველობით.

როგორ განსაზღვროთ, იღებთ თუ არა ძალიან ბევრ შაქარს: ძირითადი ნიშნები