როგორ ვებრძოლოთ ვაზის მავნებლებს
ყურძნის ჭია Lobesia botrana Schiff
ყურძნის ჭიის პეპელა პატარა ზომისაა. ზედა მხრიდან მურა ნაცრისფერია, გვერდებიდან და ქვედა მხრიდან – ღია-ნაცრისფერი. წინა ფრთები დაწინწკლულია ყვითელი, ნაცრისფერი და მოლურჯო ლაქებით. უკანა ფრთები ღია ნაცრისფერია. მას უკანა მხარეს ჯინჯილები (ფოჩები) აქვს. ულვაშები ძაფისებრია, შედარებით მსხვილი და უბეწვო. ფრთებგაშლილი პეპლის სიგანე - 10-13 მმ-ია, სიგრძე - 4-5 მმ. ყურძნის ჭიის პირველი გენერაციის მატლი აზიანებს ყვავილებს, აბლაბუდის თხელ ძაფებში ახვევს, შიგ ექცევა და ისე იკვებება. ყვავილობის დამთავრების შემდეგ, მატლი ნაყოფს და ყლორტს აზიანებს, რის გამოც მტევანი მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება. ივლისის დასაწყისში მეორე გენერაციის მატლი ვითარდება და მწვანე მარცვლით იკვებება. ახლადგამოჩეკილი მატლი მარცვლის ზედაპირზე მცირე ნაწილს ღრღნის, მოზრდილი კი მარცვალში იჭრება და მის მთელ რბილობს სპობს.
ბრძოლის მეთოდები- მექანიკური მეთოდებიდან კარგ შედეგს იძლევა ვაზის დროულად გაფურჩქვნა, რადგან ამ პირობებში მავნებლის კვერცხების დიდ ნაწილს პირდაპირ ხვდება მზის სხივები და იღუპება. ყურძნის ჭიას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე. ბიოლოგიური პრეპარატებიდან კარგ შედეგს იძლევა 1%-იანი ბიტოქსიბაცილინი, დენრობაცილინი ან ლეპიდოციდი. პირველ თაობაზე წამლობა ტარდება მაშინ, როდესაც მტევნები კოკრებშია, მეორე ყვავილობის დამთავრებისთანავე. მესამე კი სიმწიფის წინ, მარცვლების შეთვალებისას.
ბუკნა ანუ კვირტის ჭია Procris ampelophaga Bayle
ბუკნას პეპელა მოლურჯო ან მომწვანო მომწვანო-ლურჯია, ფრთები მონაცრისფრო შავი აქვს. მამლის ულვაშები ორივე მხარეს სავარცხლის მსგავსი და ბეწვიანია, დედალს კი ულვაშებზე ბეწვი განვითარებული არა აქვს. ვაზის კვირტების მავნებელი უფრო მეტად გაზაფხულზე აზიანებს, არის შემთხვევები, როდესაც სანაყოფე რქაზე კვირტები მთლიანად ნადგურდება. დაზიანებულ კვირტს გარედან წვრილი ხვრელი ემჩნევა. მატლი, გამოღრნის რა კვირტის შიგთავსს, შემდეგ ახალ კვირტზე გადადის და მასაც აზიანებს.
ბრძოლის მეთოდები - ვაზის შესხურება პესტიციდებით წარმოებს ყველა მხრიდან, რათა პესტიციდით მთლიანად დაიფაროს კვირტები და ფოთლები. უნდა ვეცადოთ ფოთლის ქვედა მხარე კარგად დასველდეს, რადგან ბუკნას მატლები უმეტეს შემთხვევაში ამ მხარეს სხედან. პირველი წამლობა ტარდება კვირტების დაბერვის დასაწყისში, მარტის ბოლოს და აპრილის შუა რიცხვებში. მეორე წამლობა - კვირტების გაშლის დამთავრებისთანავე, მესამე - ივლისში, როდესაც გამოიჩეკება ბუკნას ახალი თაობის მატლები.
„მეურნის ენციკლოპედია - ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ“ უნიკალური გამოცემაა, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის პრაქტიკოს მეურნეებსა და დამწყებ ფერმერებს. ავტორის პროფესიული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მკითხველი ამომწურავ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას შეიძენს საკარმიდამო ნაკვეთის მოწყობის წესებსა და ნებისმიერ თავისებურებაზე. ცალკეულ თავებში აღწერილია მარცვლოვანი კულტურებისა და ვაზის მოვლის მეთოდები; სასარგებლო რჩევები შინაური პირუტყვის, ფრინველის მოშენება-მოვლის თაობაზე; ავტორი გვაწვდის დაწვრილებით ცნობებს კულტურული და დეკორატიული მცენარეების შესახებ; მკითხველს უთუოდ დააინტერესებს მასალები მეთევზეობასა და მეფუტკრეობაზე. წიგნში აღწერილია სამკურნალო მცენარეები და მათი გამოყენების წესები; განხილულია სუნელ-სანელებლები და საღებავი მცენარეები, მათი დანიშნულება და მოკლე ისტორიული ცნობები. მკითხველს ვთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოსადეგ საინტერესო და სახალისო ამბებს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროდან. მეურნის ენციკლოპედია კარგ სამსახურს გაუწევს ფერმერებს, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს, უნივერსიტეტების პროფილური ფაკულტეტების სტუდენტებს.ყველას, ვისაც ბუნება უყვარს. როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი? როგორ მოვუაროთ ვენახს, ბოსტნეულს, კენკროვან-ბალახოვან და კაკლოვან კულტურებს? როგორ ვიზრუნოთ ფუტკარზე, შინაურ ფრინველებსა და ცხოველებზე? როგორ დავამშვენოთ კარ-მიდამო დეკორატიული მცენარეებით?
ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა Planococcus citri Risso
ცრუფარიანას ზრდასრული დედლის ფორმა ოვალურია. მისი ვარდისფერი ან მომწვანო სხეული დაფარულია თეთრი, ფქვილისებრი ფიფქით. გვერდებზე თეთრი, ცვილისებრი ძაფები აქვს, რომელთა სიგრძე სხეულის ბოლოსაკენ თანდათან იზრდება. ცვილისებრი ძაფების გარეშე სხეულის სიგრძე 4 მმ-ია, ხოლო სიგანე 2-8 მმ. მავნებელი აზიანებს ვაზის მიწისზედა ორგანოებს: ფოთოლს, ყლორტს, მტევანს და შტამბს. ფოთოლზე ცრუფარიანა ძარღვების გასწვრივ სახლდება, ინტენსიურად წუწნის მტევანს, მარცვლის ყუნწს და თვით მარცვალსაც კი. დაზიანებული ფოთოლი ყვითლდება, მტევნები ჭკნება და ძირს ცვივა. ცრუფარიანას ექსკრემენტებზე (ტკბილ გამონაყოფზე) სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო კაპნოდიუმი, რომელიც ვაზის მწვანე ნაწილებსა და მტევნებს აშავებს და გადასამუშავებლად უვარგისს ხდის. ცრუფარიანათი დაზიანებული ვაზი წლების მანძილზე ძლიერ კნინდება და ხმება. დაზიანებულ ვენახებში მოსავალი 70-75%-ით მცირდება.
ბრძოლის მეთოდები - შესხურებისას სრულად უნდა დასველდეს მავნებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში პესტიციდები მათზე არ იმოქმედებს. ფოთლებზე ცრუფარიანების დასახლების ადგილში მათზე შესხურება ქვედა მხრიდან უნდა მოხდეს. კარგ შედეგებს იძლევა მტაცებელი ხოჭო კრიპტოლემუსი, რომელსაც საწარმოო ბიოლაბორატორიები ამრავლებენ. ხოჭოები უნდა გავუშვათ აგვისტოს დასაწყისში ჰექტარზე 10 ათასი ცალის რაოდენობით.
"მებაღეობის დიდი ენციკლოპედია" დამწყებ მებაღეებსა და ჰარმონიული ბაღის საკუთარი ხელით შექმნის ყველა მსურველს პრაქტიკული ჩვევისა და მცენარის მოვლის ათასზე მეტ წესს სთავაზობს. ფერადი ილუსტრაციები და ფოტოსურათები ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ავტორის თხრობას. წიგნში თანმიმდევრულად და დეტალურად არის განხილული ყველა ეტაპი: ნიადაგის შემოწმება, მოვლა, ხეები, ბუჩქების დარგვა, ბოსტნისა და ვარდების ბაღის მოშენება, ხეების გასხვლა, მზადება მომავალი წლისთვის. ეს უნიკალური წიგნია მებაღეობისთვის.
ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა Brevipalpus lewisi Mc-G
მავნებელი ვაზს ძირითადად ფოთლებს უზიანებს, რასაც მათი გაუფერულება და ნაადრევი ჩამოცვენა - მოჰყვება. გამოზამთრებული ტკიპა გაზაფხულზე ჯერ ახალგაშლილ კვირტებს აზიანებს, ხოლო შემდეგ, ფოთლებსა და ყლორტებს, განსაკუთრებით ძარღვების გასწვრივაა შესამჩნევი. ნაწუწნ ადგილებში ფოთლებსა და ყლორტებზე მოშავო ყავისფერი წერტილოვანი ლაქები ჩნდება. დაზიანებული ყლორტები მთლიანად შავდება და იღუპება. მზარდი ფოთლის დაზიანებული ფირფიტა არათანაბრად ვითარდება, იკრუნჩხება და ცვივა. დადგენილია, რომ ტკიპებით ინტენსიურად დაზიანებულ ვენახებში ყურძნის მოსავალი 20%-ით მცირდება, ხოლო შაქრიანობა 3%-მდე იკლებს.
ბრძოლის მეთოდები - აბლაბუდიანი ტკიპას წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა ენვიდორის, ნეორონის გამოყენება. ფოთლები უნდა დასველდეს კარგად, ქვედა მხრიდან. პირველი შესხურება ტარდება ყლორტებზე 3-4 ფოთლის გამოტანისას, მეორე წამლობიდან 10 დღის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში ტარდება კიდევ ერთი წამლობა. ტკიპას წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კარტოფილის, თავიანი ხახვის ან ბაბუაწვერას ნაყენებიც.
იმერული ბალიშა ცრუფარიანა Neopulvinaria imeretina Hadj
ზრდასრული, სქესობრივად მომწიფებული დედლის სხეული მოგრძო ოვალურია, სიგრძეში 5-დან 11 მმ-მდე მერყეობს. ცრუფარიანას მატლები და ახალგაზრდა დედლები ვაზის ფოთლის ფირფიტის როგორც ზედა, ისე ქვედა მხარეს, მტევნის კლერტზე, ყუნწზე, მწვანე ყლორტზე, პწკალზე სახლდებიან. ფოთლები ხმება და ცვივა, ყლორტი და მტევანი არანორმალურად ვითარდება, კლერტი ჭკნება და ნაყოფი ზრდადაუმთავრებელი რჩება. ამავე დროს, მათ ტკბილ, წებოიან გამონაყოფზე საპროფიტი სოკო ვითარდება, რომელიც ვაზის მწვანე ნაწილებს შავი ფიფქით ფარავს და ყურძნის ხარისხს აუარესებს.
ბრძოლის მეთოდები - იმერული ბალიშა ცრუფარიანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება. კარგ შედეგს იძლევა კვერცხების დების პერიოდში მავნებლის მექანიკური გასრესაც.