როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი საწოლზე ძილს - rogor.ge

როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი საწოლზე ძილს

ძაღლი ძილის წინ დიდხანს გაისეირნეთ. ეს დაღლის მათ და ნაკლებად "შეგებრძოლებიან", როცა ძილის დრო მოვა.

1-1711004419.jpg

როგორ ავხსნათ ძაღლების ეს 5 უცნაური ჩვევა

წაიყვანეთ ძაღლი თავის საწოლში. თქვენ შეგიძლიათ მოიფიქროთ რაიმე, რათა წაახალისოთ ამ ქცევით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უარყოფით გამოცდილებასთან დააკავშირებენ.

22-1711004431.jpg

უბრძანეთ მათ: „წადი შენს საწოლში“. ყოველ ჯერზე, როცა ძილის დროს ისინი საწოლიდან ადგებიან, თქვით „არა“ და მშვიდად მიაბრუნეთ. შემდეგ გაიმეორეთ ბრძანება. გაზარდეთ დრო ბრძანების თქმის შემდეგ და შემდეგ მიეცით ჯილდო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საწოლში დაწვებიან. საბოლოოდ თქვენი ძაღლი ისწავლის ბრძანებას და გაიგებს, რა მოჰყვება მის შესრულებას.

3-1711004444.jpg

იგნორირება გაუკეთეთ, თუ იყეფება ღამით. თქვენმა ძაღლმა შეიძლება დიდი და სევდიანი თვალები გაჩვენოთ ასეთ დროს, თავდაპირველად ამას შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ, მაგრამ თუ ეს დიდხანს გრძელდება, ნუ უგულებელყოფთ, ჰკითხეთ თქვენს ძაღლს, სურს თუ არა გარეთ გასვლა. თუ ისინი აღფრთოვანდებიან, წაიყვანეთ და გაასეირნეთ. თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ის მხოლოდ საწოლში ყოფნის გამო იყეფება, განაგრძეთ მისი იგნორირება. ნუ ეცდებით ამ ქცევის დასჯას, რადგან ეს რეალურად გააძლიერებს მას.

4-1711004454.jpg

განშორების შფოთვა ძაღლებში: როგორ გაუმკლავდეთ პრობლემას

მოექცით სათანადოდ, თუ ის თქვენს საწოლზე ხტება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი ძაღლისთვის საზღვრების დადგენისა და საკუთარ საწოლზე ძილის მნიშვნელობის გასაძლიერებლად. თუ თქვენი ძაღლი თქვენს საწოლზე გადახტება, მიუთითეთ „წადი შენს საწოლში“. თუ თქვენი ძაღლი არ გაითვალისწინებს, თავად ჩამოსვით საწოლიდან.

5-1711004466.jpg

გამოიყენეთ პოზიტიური ხერხები თქვენი ძაღლის ქცევის გამოსასწორებლად. ზოგჯერ პატრონი იყენებს წყლის სპრეის გამოყენებას ძაღლის ცუდი ქცევის დასასჯელად, მაგრამ პოზიტიური ხერხები მეტად ეფექტურია, ვიდრე დასჯის ამგვარი მეთოდები. შეაქეთ თქვენი ძაღლი, თუ ის საწოლში მიდის თქვენი თქმის გარეშე, ან თუ საწოლზე დაწვება მას შემდეგ, რაც თქვენ უბრძანებთ.

6-1711004477.jpg

როგორ არ უნდა გამოკვებოთ ძაღლი, რომ ზიანი არ მიაყენოთ