"შიშის ყურება თვალებში": როგორ მუშაობს ექსპოზიციის თერაპია - rogor.ge

"შიშის ყურება თვალებში": როგორ მუშაობს ექსპოზიციის თერაპია

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD)

OCD-ით დაავადებული პაციენტები ხშირად ასრულებენ გარკვეულ რიტუალებსა და იძულებით მოქმედებებს, თუ ამას ვერ ახერხებენ, განიცდიან ძლიერ შიშს. ამ შემთხვევაში გამოიყენება ექსპოზიციური თერაპია რეაქციის პროფილაქტიკით. მაგალითად, OCD-ით დაავადებული პაციენტი მუდმივად იბანს ხელებს დიდი ხნის განმავლობაში რაიმე „ბინძურთან“ ოდნავი კონტაქტის შემდეგ. თერაპიის პროგრესირებასთან ერთად, ის შეგნებულად ეხება ჭუჭყიან საგნებს და ეწინააღმდეგება ხელების დაბანის სურვილს.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD)

როგორც რეალური, ასევე, წარმოსახვითი ექსპოზიციები ეხმარება პაციენტებს, რომლებმაც განიცადეს ფსიქიკური ტრავმა სექსუალური ძალადობის, ავტოსაგზაო შემთხვევის, ძალადობრივი დანაშაულის და სხვა.

სოციალური ფობია

ექსპოზიცია ძალიან ეფექტურია სოციალური ფობიის სამკურნალოდ. პაციენტებს შეუძლიათ დაიწყონ საუბარი მათთან, ვისაც ერიდებიან, ისაუბრონ აუდიტორიის წინაშე, ან ისაუბრონ „არაფერზე“ იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობენ.

ფობიები

ექსპოზიცია ძალზე ეფექტურია ფობიების სამკურნალოდ. მაგალითად, თუ პაციენტს გველის ეშინია, ის შესაძლოა შევიდეს შინაური ცხოველების მაღაზიაში ან ტერარიუმში და დააკვირდეს ქვეწარმავლებს, ვთქვათ, 20 წუთის განმავლობაში. მათთვის, ვისაც ეშინია მანქანის მართვის, ექსპოზიცია შეიძლება იყოს მოკლე გზის გავლა გარკვეულ ტერიტორიაზე. ასეთი ვარჯიშები (გამოცდილი თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ) შესაძლოა საკმარისი იყოს ფობიის სრულად მოსაშორებლად.

რამდენად ეფექტურია ექსპოზიციის თერაპია?

ამ ტიპის თერაპიის ეფექტურობა დადასტურებულია ათწლეულების კვლევებით და ბევრ ქვეყანაში მას ძირითადად იყენებენ შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ. დადგენილია, რომ ექსპოზიცია უფრო ეფექტურია შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ, ვიდრე ტრადიციული „საუბრის“ ფსიქოთერაპია. სესიები ჩვეულებრივ ტარდება კვირაში რამდენჯერმე თვის განმავლობაში.

როგორ მოვემზადოთ ფსიქოლოგთან მისვლამდე და მივიღოთ მაქსიმუმი ყოველი სესიიდან