როგორ გამოვიყენოთ მათეთრებელი საყოფაცხოვრებო საქმეებში - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ მათეთრებელი საყოფაცხოვრებო საქმეებში

ყვავილის ქოთნები

დროდადრო საჭიროა ყვავილების ქოთნების დეზინფექციაც, წინააღმდეგ შემთხვევაში პათოგენები დარჩება ქოთნის კედლებზე და დაააინფიცირებს მასში დარგულ მცენარეს. დეზინფექციისთვის ნახევარი ჭიქა მათეთრებელი გააზავეთ ოთხ ლიტრ წყალში და გაწმინდეთ მიღებული ხსნარით ყვავილის ქოთანი.

1-1710752691.jpg

როგორ გაათეთროთ პლასტმასის რაფა

ნაგვის ურნა

ნაგვის ურნის განახლების მრავალი გზა არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური არის მისი დამუშავება მათეთრებლით. გარეცხეთ ვედრო ჩვეულებრივი საპნის ხსნარით, შემდეგ აიღეთ სამი ლიტრი წყალი, დაამატეთ მას ნახევარი ჭიქა მათეთრებელი და ეს ხსნარი ღრუბლით წაუსვით ურნის შიდა კედლებზე. გააჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამორეცხეთ.

22-1710752710.webp

ობი აბაზანაში

სააბაზანოში ობი მუდმივი თავის ტკივილია ნებისმიერი დიასახლისისთვის, რადგან ოთახში მაღალი ტენიანობის გამო, ობის ძალიან სწრაფად ჩნდება ახალ ადგილებში. აურიეთ თანაბარი პროპორციით მათეთრებელი და წყალი, წაუსვით დაზიანებულ ადგილებში და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამორეცხეთ და გააშრეთ.

3-1710752722.webp

როგორ შევინარჩუნოთ უნიტაზის ჯაგრისის სისუფთავე

ლაქები ჭიქებზე

ყავისა და ჩაის ლაქები შეიძლება იყოს ძალიან ძნელად მოსაშორებელი, ამიტომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი მოშორება მარტივი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. თბილ წყალს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მათეთრებელი, ჩადეთ ჭიქები ნარევში დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მარტივად მოაშორებთ ჭუჭყს.

4-1710752733.webp

პლასტმასის ავეჯი

საუბარია მხოლოდ თეთრ ავეჯზე, რომელსაც დროთა განმავლობაში მიდრეკილება აქვს სიყვითლისკენ. ფერადი პლასტმასისგან დამზადებული ავეჯი არ უნდა გაიწმინდოს მათეთრებლით, რათა არ დაზიანდეს საღებავის ფენა. პლასტმასის სკამების, მაგიდების გასათეთრებლად ოთხ ლიტრ წყალს დაუმატეთ ნახევარი ჭიქა მათეთრებელი და რამდენიმე ჩაის კოვზი სარეცხი საშუალება. ამ ნარევით გარეცხეთ ავეჯის ზედაპირი, ჩამორეცხეთ სუფთა წყლით და დატოვეთ სუფთა ჰაერზე გასაშრობად.

5-1710752743.webp

შუშის ბზინვარებისთვის

იმისათვის, რომ თქვენი გარეცხილი ფანჯრები ბზინავდეს, გახსენით ერთი წვეთი მათეთრებელი წყალში, როდესაც შუშის ზედაპირებიდან სარეცხ საშუალებებს ჩამორეცხავთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

6-1710752756.webp

საჭრელი დაფები

სამზარეულოს დაფების უბრალოდ გარეცხვა არ გაათავისუფლებს მათ დაგროვილი საკვების ნარჩენებისგან და მიკრობებისგან, რომლებიც ადვილად მრავლდებიან ასეთ გარემოში. ამიტომ ძალიან სასარგებლოა თქვენი საჭრელი დაფების რეგულარული დამუშავება მათეთრებლის ხსნარით. ამისათვის ერთი ჩაის კოვზი გახსენით ლიტრ წყალში და გაწმინდეთ ზედაპირები. ეს მეთოდი შესანიშნავია პლასტმასის დაფებისთვის, მაგრამ ხის დაფების შემთხვევაში ფრთხილად უნდა იყოთ და არ დაუშვათ სითხე ზედაპირზე გაიჟღენთოს.

7-1710752769.webp

სათამაშოების გაწმენდა

სათამაშოები ასევე შეიძლება გახდეს მრავალი პათოგენური ბაქტერიის წყარო, ამიტომ დროდადრო უნდა მოხდეს მათი დეზინფექცია. თასში ჩაასხით ოთხი ლიტრი თბილი წყალი, დაამატეთ ნახევარი ჭიქა მათეთრებელი და გააჩერეთ სათამაშოები ხუთი წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ სუფთა წყლით და გააშრეთ.

8-1710752780.webp

როგორ აირჩიოთ სწორად საწმენდი სითხე, სხვადასხვა მასალის იატაკისთვის